Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: ჟინვალში ჩავარდნილი მუშა მაშველებმა იპოვეს და ამ წუთებში მის ამოყვანას ცდილობენ

15 ნოემბერი, 2018 11:52

გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, მამაკაცი დასაქმებული იყო კომპანიაში, რომელიც აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს ასრულებდა. 

როგორც „ლიბერალს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მამაკაცი მაშველებმა იპოვეს და ამ წუთებში მის ამოყვანას ცდილობენ. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. 

დუშეთის რაიონში შემთხვევა 14 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. სამუშაოების შესრულებისას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გზიდან გადავიდა და ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა ბეტონმზიდი.

„გამოძიების პირველადი ინფორმაციით ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე სამუშაოებს ერთ-ერთი კერძო კომპანია ასრულებს, სადაც დასაქმებული იყო სპეციალური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ი.ჟ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276  მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან  ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს“, - წერია შსს-ს განცხადებაში.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^