Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაარღვია თუ არა ცესკო-მ კანონი არჩევნების 28 ნოემბერს დანიშვნით

15 ნოემბერი, 2018 12:39

ცესკო-მ გუშინ არჩევნების შედეგები შეაჯამა. შესაბამისად, ცნობილი გახდა არჩევნების მეორე ტურის თარიღი. დაარღვია თუ არა ცესკომ კანონი 28 ნოემბერს არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილებით, ამ კითხვით „ლიბერალმა“ საია-ის იურისტს, ირმა პავლიაშვილს მიმართა.

ირმა პავლიაშვილის თქმით, ცესკო-ს კანონი ამ ნაწილში არ დაურღვევია, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება მეორე ტური. 

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსის მიხედვით,  ცესკო-მ შედეგები უნდა შეაჯამოს კენჭისყრის გამართვიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა, რაც ნიშნავს იმას, რომ მე-20 დღემდე ნებისმიერ სხვა დღეს შეუძლია შედეგების შეჯამება. შეჯამებასთან ერთად კი ინიშნება არჩევნების დღე.

„კანონს არ ეწინააღმდეგება. ჰქონდა უფლება, დაენიშნა შუაკვირაში. მეორე ტური კვირაზე აღარ არის მიბმული და სპეციალური ნორმებით განსაზღვრულია, რომ შეჯამებიდან ორ კვირაში უნდა დაინიშნოს“, - ამბობს ირმა პავლიაშვილის.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსის მეექვსე მუხლი, სადაც წერია, რომ „არჩევნები (გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა) /რეფერენდუმი/ პლებისციტი შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს“, ზოგადია. კანონში არის სპეციალური ნორმა საპრეზიდენტო არჩევნების თავში, სადაც ნათქვამია, რომ  მეორე ტური იმართება შეჯამებიდან (არაუგვიანეს მეოცე დღისა)  ორი კვირის თავზე.

ირმა პავლიაშვილის თქმით,  ცესკო-ს არ დაურღვევია კანონი, თუმცა შეეძლო არჩევნები 17 ნოემბერს შეეჯამებინა და შესაბამისად, მეორე ტური პირველ დეკემბერს ჩატარდებოდა.  მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების გამო, რიგი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. 

აღნიშნულზე განცხადება გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაავრცელეს, განცხადების ხელმომწერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.

რომელ დღეს უნდა იყოს II ტური, ამაზე ცალსახა ჩანაწერი კანონში არ არის - თამარ ჟვანია

რაც შეეხება გადაწყვეტილების მეორე ნაწილს, რომლის მიხედვითაც ცესკო-მ საზღვარგარეთის უბნებზე კენჭისყრის ვადები გაახანგრძლივა, ირმა პავლიაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით კანონი დაირღვა.  გაასაჩივრებს თუ არა ამ აქტს ორგანიზაცია სასამართლოში ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^