Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ექიმი: ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დამწვარი სამივე პირის მდგომარეობა მძიმეა

15 ნოემბერი, 2018 12:50

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად დამწვარი 3 პირის მდგომარეობა მძიმეა და ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 

ექიმის თქმით, სამივე პირი ერთი ოჯახიდანაა - 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი. დამწვრობის ცენტრის დირექტორის განმარტებით, მათ სხეულის სხვადასხვა მიდამოს სერიოზული დამწვრობები აღენიშნებათ. კერძოდ, 44 წლის მამაკაცს სხეულის 65%, მის შვილს 55%, ბავშვს კი 12% აქვს დამწვარი. ამასთან, გარდა დამწვრობისა, მათ დამწვრობითი შოკი და ტრავმული დაზიანება აღენიშნებათ.

„ამ წუთებში მათ უტარდებათ კვლევები და დამწვრობის შოკის საწინააღმდეგო ანტიშოკური თერაპია. მათ აღენიშნებათ მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა და სამივე მათგანს აქვს სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური ტრავმა, სამივეს მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია“, - აცხადებს ექიმი. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო კორპუსში აფეთქება მოხდა. 

ფონიჭალაში კოპურსში აფეთქება მოხდა - სავარაუდო მიზეზი გაზის გაჟონვაა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ ამჟამად მაშველები 2 ადამიანს ეძებენ. მათივე ცნობით, მათ შორის ერთი, სავარაუდოდ, ბავშვია. დამატებით დეტალებზე სამსახურში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ. 

ფონჭალაში, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, 2 ადამიანს ეძებენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^