Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"არ ვიცი, ეს ჩემი გულწრფელი ბოდიში შეანელებს თუ არა ამ სამართლიან რისხვას" - მეჩითოვის ვიდეომიმართვა

15 ნოემბერი, 2018 13:05

ფოტოგრაფი იური მეჩითოვი 9 აპრილის ტრაგედიაზე ტელეკომპანია al jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებების გამო ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ მისი "ტკივილი ნამდვილია". 

"ჩემო საყვარელო ხალხო, მე მინდა მოგმართოთ თქვენ და განვაცხადო, მე საშინლად გული მტკივა, რომ ამდენი ტკივილი მივაყენე ჩემს თანამემამულეებს, არ მქონდა მიზეზი, რომ ასეთი ტკივილი მიმეყენებინა ვინმესთვის, მაგრამ ასე მოხდა. მე არ ვეძებ არც გამართლებას ჩემს თავში და არც ვამართლებ ჩემს თავს, რამეთუ ტკივილი ნამდვილია. ეს ტკივილი მე არ მშორდება. 29 წლის წინ ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა, მე ეს განვიცადე, ვიყავი უამრავ პანაშვიდზე და ეს ტკივილი ახლაც შემომრჩა. ჩემი 30-წუთიანი საუბრიდან, საიდანაც მხოლოდ 3 წუთი გავიდა წარმოიშვა ცუდი შთაბეჭდილება ჩემს განწყობაზე ამ ნამდვილი ტრაგედიის მიმართ. იქ იყო უამრავი წუხილი გამოთქმული ამ ტრაგედიის მიმართ.

მე გული მტკივა, რომ ეს ტკივილი მივაყენე ადამიანებს, ჩემს მეგობრებსაც, რომელებიც არც ელოდნენ, რომ ასეთი რამე შეიძლება, რომ მეთქვა, არ ვიცი ეს ჩემი გულწრფელი ბოდიში, შეანელებს თუ არა ამ სამართლიან რისხვას, რომელსაც ვიზიარებ, იქნება კარგი.

ჩემი დღევანდელი მდგომაროება სახარბიელო არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გაიგებთ ჩემს მდგომარეობას და სხვანაირად, როგორც ჩვევია ქართველ ხალხს, შეხედავენ ამ მდგომარეობას", - განაცხადა ვიდეომიმართვაში იური მეჩითოვმა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^