Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კორპუსში აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

15 ნოემბერი, 2018 17:18

ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას ნანგრევებში მოყოლილი ქალი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. მისი 9 თვის ბავშვის სამძებრო სამუშაოები კი ამ წუთებშიც გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

უწყებაში განმარტავდნენ, რომ აფეთქებამ კორპუსის საყრდენი კედლები დააზიანა და მაშველები დიდი სიფრთხილის დაცვით, კედლების გამაგრების პარალელურად ეძებდნენ დედა-შვილს. 

აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მოხდა. დანგრეულია რამდენიმე სართული და დაშავებულია სამი ადამიანი. მათგან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. 

ფონიჭალაში კორპუსში აფეთქება მოხდა - სავარაუდო მიზეზი გაზის გაჟონვაა

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დამწვარი 3 პირის მდგომარეობა მძიმეა და ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 

ექიმი: ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დამწვარი სამივე პირის მდგომარეობა მძიმეა

ექიმის თქმით, სამივე პირი ერთი ოჯახიდანაა - 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი. დამწვრობის ცენტრის დირექტორის განმარტებით, მათ სხეულის სხვადასხვა მიდამოს სერიოზული დამწვრობები აღენიშნებათ. კერძოდ, 44 წლის მამაკაცს სხეულის 65%, მის შვილს 55%, ბავშვს კი 12% აქვს დამწვარი. ამასთან, გარდა დამწვრობისა, მათ დამწვრობითი შოკი და ტრავმული დაზიანება აღენიშნებათ.

კალაძე აფეთქებაზე: ვისაც დასჭირდება საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ყველას დავეხმარებით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^