Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

II ტური ოთხშაბათს იმ იმედით დანიშნეს, რომ კერძო ბიზნესი არ გამოუშვებს თანამშრომლებს - სააკაშვილი

15 ნოემბერი, 2018 17:17

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს, ოთხშაბათს დანიშვნას ეხმაურება:

„პანიკაში მყოფმა ივანიშვილმა არჩევნები დანიშნა კვირის ნაცვლად ოთხშაბათს იმ იმედით,რომ კერძო ბიზნესის მფლობელები არ გამოუშვებენ თანამშრომლებს და ვერც უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები ვერ შეძლებენ არჩევნებზე მისვლას. მინდა ვუთხრა უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს,რომ როგორც კი შეიცვლება ხელისუფება,ყველას დაგირიგდებათ ელექტრონული ბარათები და სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ ხმის მიცემას.მანამდე კი,ამ ერთხელ და ბოლოჯერ ,აჩუქეთ ერთი დღე თქვენ სამშობლოს და დატოვეთ ოლიგარქი გაბითურებული“,- აცხადებს სააკაშვილი. 

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელ სხდომაზე 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაჯამა და ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი საპრეზიდენტო არჩევნების II ტური 28 ნოემბერს გამართვას. 

„28 ნოემბერი იქნება უქმე დღე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე" - თქვა თამარ ჟვანიამ.

კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ უცხოეთში საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ვადა ადგილობრივი დროით 24:00 საათამდე გახანგრძლივდეს.

საპრეზიდენტო არჩევნების II ტური 28 ნოემბერს გაიმართება

დაარღვია თუ არა ცესკო-მ კანონი არჩევნების 28 ნოემბერს დანიშვნით

NGO-ები: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღად არასამუშაო დღე უნდა განისაზღვროს

რომელ დღეს უნდა იყოს II ტური, ამაზე ცალსახა ჩანაწერი კანონში არ არის - თამარ ჟვანია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^