Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კორპუსში მომხდარი აფეთქებისას ნანგრევებში მოყოლილი 9 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს

15 ნოემბერი, 2018 17:33

მაშველებმა ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას ნანგრევებში მოყოლილი 9 თვის ჩვილის ცხედარი იპოვეს. დედა-შვილის სამძებრო სამუშაოები ბინაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ მაშველებმა ქალის ცხედარიც იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, შალვა ხუციშვილმა დაუდასტურა.

აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დანგრეულია რამდენიმე სართული და დაშავებულია სამი ადამიანი. მათგან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. 

ფონიჭალაში კორპუსში აფეთქება მოხდა - სავარაუდო მიზეზი გაზის გაჟონვაა

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დამწვარი 3 პირის მდგომარეობა მძიმეა და ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 

ექიმი: ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დამწვარი სამივე პირის მდგომარეობა მძიმეა

ექიმის თქმით, სამივე პირი ერთი ოჯახიდანაა - 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი. დამწვრობის ცენტრის დირექტორის განმარტებით, მათ სხეულის სხვადასხვა მიდამოს სერიოზული დამწვრობები აღენიშნებათ. კერძოდ, 44 წლის მამაკაცს სხეულის 65%, მის შვილს 55%, ბავშვს კი 12% აქვს დამწვარი. ამასთან, გარდა დამწვრობისა, მათ დამწვრობითი შოკი და ტრავმული დაზიანება აღენიშნებათ.

კალაძე აფეთქებაზე: ვისაც დასჭირდება საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ყველას დავეხმარებით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^