Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

15 ნოემბერი, 2018 18:12

ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლი ელექტრო და თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, სამი წლის ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ისჯება.

კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დანგრეულია რამდენიმე სართული, დაშავებულია სამი და გარდაცვლილია ორი ადამიანი. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი 6 წლის ბავშვია, ხოლო გარდაცვლილებს შორის - 9 თვის ჩვილი.

კორპუსში მომხდარი აფეთქებისას ნანგრევებში მოყოლილი 9 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დამწვარი 3 პირის მდგომარეობა მძიმეა და ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 

ექიმი: ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დამწვარი სამივე პირის მდგომარეობა მძიმეა

ექიმის თქმით, სამივე პირი ერთი ოჯახიდანაა - 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი. დამწვრობის ცენტრის დირექტორის განმარტებით, მათ სხეულის სხვადასხვა მიდამოს სერიოზული დამწვრობები აღენიშნებათ. კერძოდ, 44 წლის მამაკაცს სხეულის 65%, მის შვილს 55%, ბავშვს კი 12% აქვს დამწვარი. ამასთან, გარდა დამწვრობისა, მათ დამწვრობითი შოკი და ტრავმული დაზიანება აღენიშნებათ.

ფონიჭალაში კორპუსში აფეთქება მოხდა - სავარაუდო მიზეზი გაზის გაჟონვაა

კალაძე აფეთქებაზე: ვისაც დასჭირდება საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ყველას დავეხმარებით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^