Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს რეგიონებში ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობა იწყება

15 ნოემბერი, 2018 18:35

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით,საქართველოს რეგიონებში ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობა იწყება. კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში თავშესაფრების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერებს წლის ბოლომდე გამოაცხადებს, სხვა რეგიონებში კი - მომავალ წელს. 2019 წელს თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება.

მუნიციპალური თავშესაფარი არაკომერციული დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველთა პოპულაციის მართვას, კომპანიონი კი არის ცხოველი, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ის ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და პატრონობას.
მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას კახეთში, სადაც  დიდია დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი, ასევე ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები. 


სამინისტროს ცნობით, კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება: ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლირებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 715 ათასი ლარია. 


სამინისტროს ცნობით, კომპანიონ ცხოველთა კახეთის რეგიონალურ თავშესაფარში იმუშავებს 24-საათიანი „ქოლცენტრი“, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველის თავშესაფარში გადასაყვანად. 

თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 მაისი
27 მაისი

9 წლის გოგონას მკვლელობისთვის იაგო ნებიე ...

გორში, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობისა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა ...
27 მაისი
27 მაისი

ეკონომიკის მინისტრი ჭიათურაში პრემიერის ...

როგორც „ლიბერალს“ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამასახურში განუცხადეს, მინისტრი ნათია თურნავა დღეს ჭიათურაში გ ...
27 მაისი
27 მაისი

ზესტაფონში, რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე ო ...

ზესტაფონში, რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე ორი პირი დაშავდა. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძ ...
^