Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერიკ-ემანუელ შმიტი ნოემბრის ბოლოს საქართველოს ეწვევა

15 ნოემბერი, 2018 23:03

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივითა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის (Institut Français de Géorgie) ხელშეწყობით მწერალი ერიკ-ემანუელ შმიტი საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, 30 ნოემბერს მკითხველთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უმასპინძლებს.

ერიკ-ემანუელ შმიტი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და პოპულარული ფრანგულენოვანი ავტორია. მკითხველებისა და კრიტიკოსებისგან აღიარებული მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული და თეატრალური პრემიის მფლობელია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე, სპექტაკლები კი 50-მდე ქვეყანაშია დადგმული.

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ ერიკ-ემანუელ შმიტის არაერთი ნაწარმოები თარგმნა. სწორედ ამ თარგმანების დამსახურებით შეიყვარა ქართველმა მკითხველმა ავტორი. განსაკუთრებით პოპულარულია: „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, „პილატეს სახარება“ „ნოეს შვილი“, „ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“ და „ულისე ბაღდადიდან“, - ნათქვამია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

EMC რატიანის საქმეზე პროკურატურას მიმართ ...

„პოლიციის მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობიდან ერთი წელი გავიდა. თუმცა, პროკურატურაშ ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

კახიანი: დასანანია, რომ ყველა დეპუტატი ს ...

ბიუჯეტს ჩვენს აუცილებლად მივიღებთ, თუმცა დასანანია, რომ პარლამენტის ყველა წევრი სათანადოდ ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმ ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

კვორუმის არარსებობის გამო 2019 წლის ბიუჯ ...

პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა. „კოლეგების უპასუხისმგებლ ...
^