Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია 16 ქართველ მეზღვაურს 13 ადამიანის გადარჩენისთვის დააჯილდოებს

16 ნოემბერი, 2018 11:51

16 ქართველი მეზღვაური კაპიტან ლევან მამალაძის მეთაურობით შერჩეულ იქნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ 2018 წლის გამოცხადებულ კონსკურსში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“. ქართველმა მეზღვაურებმა 2017 წლის 26 ივნისს ცუდი ამინდის გამო გასაჭირში მყოფი ტანკერ Rama 2 -ის 13 ეკიპაჟის წევრის გადარჩენა მოახერხეს. 

„მალტის მთავრობამ, სინგაპურის მთავრობასა და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2018 წლის ნომინაციაში - „ზღვაზე გამოჩენილ განსაკუთრებულ სიმამაცეში“ წარადგინეს გემთმფლობელი კომპანია Queensway Navigation Co. Ltd -ის კუთვნილებაში არსებული გემის MT Seapower-ის ეკიპაჟის წევრები, რომლებმაც 2017 წლის 26 ივნისს უამინდობის გამო გასაჭირში მყოფი ტანკერ Rama 2-ის 13 ეკიპაჟის წევრის კოორდინირებულ სამაშველო ოპერაციებში გამოავლინეს სამაგალითო ძალისხმევა და გამბედაობა“,- წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. 

გემზე ეკიპაჟის 17 წევრიდან 16 საქართველოს მოქალაქე იყო და ერთი - უკრაინის, კაპიტან ლევან მამალაძის მეთაურობით.

დაჯილდოების ცერემონია   6 დეკემბერს ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სათავო ოფისში გაიმართება.

 ეკიპაჟის წევრები იყვნენ:  კაპიტანი ლევან მამალაძე, დავით ბარამიძე, ამირან ჩოგაძე, თენგიზ კარჩავა, ომარ ნასარიძე, ირაკლი კალანდაძე, რაულ დავლაძე, თორნიკე ზოიძე, ლევან ფუტკარაძე, ალექსანდრე ჩაჩუა, რამაზ ბეჟანიძე, ნოდარ სუკონიკოვ, მიხეილ მეფარიშვილი, ბიძინა ღოღობერიძე, იგორ ეგიზაროვი, გოგი ბაგრატიონი.

IMO ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოებს სხვადასხვა ადამიანებს. საქართველოსთვის აღნიშნული სახის ჯილდო პირველი არ არის. 2015 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ტრაგიკულად დაღუპული არქიმანდრიტი ილია კარტოზია ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით,საკრუინგო კომპანია Queensway Services Ltd საქართველოში მეზღვაურთა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, რომლის გემების ეკიპაჟის 90% ქართველი მეზღვაურებით არის დაკომპლექტებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^