Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გარდაცვლილი პატიმრის დეიდა: მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, უნდა ყოფილიყო მკაცრი კონტროლის ქვეშ

16 ნოემბერი, 2018 11:56

„უნდა ყოფილიყო მკაცრი კონტროლის ქვეშ. გამორიცხულია, რომ არ სცოდნოდათ, ეს ბავშვი როგორ [ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში] იქნებოდა. ან რატომ არ შემახვედრეს?! მიიყვანეს თვითმკვლელობამდე. მთლიანი ყელი გადაჭრილია და ტანი“, - ამის შესახებ „რუსთავი 2-თან“ საუბრისას ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის დეიდა ვიოლეტა ხოფერია საუბრობს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ემილ ხოფერიამ  საკნის საპირფარეშოში თვითნაკეთი თოკის გამოყენებით თავი მოიკლა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე მსჯავრდებულს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ოჯახის წევრებთან, რომლებმაც მას დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს.

მათი თქმით, მსჯავრდებული სატელეფონო ზარის შემდეგ იყო სულიერად აღელვებული, რის გამოც მას გაეწია სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია.

გარდაცვლილის ბიძა ავთანდილ ხოფერიასთვის საეჭვოა ის წერილიც, რაც მათი თქმით, გარდაცვლილმა თვითმკვლელობამდე დაწერა.

„წერილი არის ქართულად დაწერილი. წართულად არ წერდა ის, კარგი კალიგრაფიით და დალაგებულად. რუსულ სკოლში სწავლობდა, ქართულად არ წერდა... გამოდის რომ უბიძგეს თავის მოკვლისკენ“, - ამბობს გარდაცვილილი პატიმრის ბიძა.

ოჯახი მომხდარის გამოძიებას მოითხოვს. მათი თქმით, შესაძლოა, რომ რეალურად ყველაფერი სხვანაირად მოხდა.

„რუსთავი 2-ის" ცნობით,  ემილ ხოფერია ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს, მას სასჯელაღსრულების დაწესებულება 6 თვის შემდეგ უნდა დაეტოვებინა.

უწყება: ქუთაისში 25 წლის პატიმარმა დედის გარდაცვალების გაგების შემდეგ თავი მოიკლა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^