Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი პეტრიაშვილი პოლიტიკური პარტიის, მოძრაობის დაფუძნებაზე საუბრობს

16 ნოემბერი, 2018 15:23

გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი პოლიტიკური პარტიის, მოძრაობის დაფუძნებაზე საუბრობს.

„მე ვაანონსებ, რომ თუ პროფკავშირების თანხმობა იქნება, პროფკავშირებს მეტი ამბიცია ჰქონდეს პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვერეოდით და არ ვერევით პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტიკა ერევა ჩვენში. პოლიტიკა ერევა ჩვენში, როდესაც ვიღაცას სურს, შრომის კოდექსი იყოს შუასაუკუნეობრივი ნორმებით და სტანდარტებით, როდესაც ამბობენ, რომ რეგულაცია არ უნდა იყოს, სოციალური დახმარებები და დაზღვევა არ უნდა იყოს და ადამიანმა თავად უნდა გამონახოს საშუალებები იმისათვის, რომ ჯანმრთელობასთან, განათებასთან დაკავშირებით დაირეგულიროს პრობლემები“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოების 54% არც ერთი და არც მეორე კანდიდატის სასარგებლოდ არ მოქმედებდა პირველ ტურში, რაც იძლევა  მკაფიო გზავნილს, რომ საზოგადოებას აქვს აბსოლუტურად სხვა მოთხოვნები და გამოწვევები.

„ეს გამოწვევები უმეტეს შემთხვევაში თანხვედრაშია პროფკავშირების პოზიციასთან და გვინდა, რომ გავაჩინოთ ველი იმისათვის, რომ  54%-მა იპოვოს თავისი ინტერესები საარჩევნო რიტორიკაში, რასაც დღესდღეობით მოკლებულია“, - ამბობს პეტრიაშვილი.

მისივე თქმით, გერმანიაში, ბრიტანეთში, აშშ-ში, ასევე, საფრანგეთში - ყველგან პროფკავშირებს აქვთ თავისი გამოკვეთილი იდეოლოგია, თანამშრომლობენ პოლიტიკური პარტიებთან.  გერმანიაში ესენი არიან სოციალ-დემოკრატები, ბრიტანეთში - ლეიბორიტები, ამერიკაში - დემოკრატები, „საქართველოში კი მათ ამის კომფორტი არ აქვთ“.

„ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ეს კომფორტი, რომ  ჩვენი იდეოლოგიის ძლიერი პოლიტიკური ჯგუფი იყოს და ამიტომ, რადგან ყველაფერი ჩვენი საკეთებელია, შრომის კოდექსიდან დაწყებული, სხვა საკითხებით დამთავრებული, იყოს ეს ასე და პოლიტიკური პარტიის დაფუძნებასაც, მოძრაობის ჩამოყალიბებასაც, რომელიც აბსოლუტურად სხვა რიტორიკით იქნება გამსჭვალული და სხვა სერვისს შესთავაზებს ამომრჩეველს, იმ 54%-ს, რომელიც არ მივიდა არჩევნებზე, უზრუნველყოფს ამ საკითხებს“, - ამბობს პეტრიაშვილი.

ის ამბობს, რომ ახალი პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესაძლებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში შეუძლებელია, ხოლო „ქართული ოცნების“ დროს ამის შესაძლებლობა იქნება.

„ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში შანსი არააა, რომ ეს მოხდეს, რადგან უბრალოდ წელში გადატეხავენ ნებისმიერს, რომელსაც რამე აქტივობა ექნება და ადგილი არავისი არ იქნება. აქ, ამათ [„ქართული ოცნება“] შემთხვევაში, რომლებიც ვფიქრობ, რომ სუსტები არიან თავის პოზიციებში, ვერ გაშალეს და დაშინდნენ და აყვნენ იმ რიტორიკას და დღის წესრიგს, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესთავაზა... აქ არის ეს სივრცე და ამ სივრცის გამოყენებას შეეცდება პროფკავშირები“, - ამბობს პეტრიაშვილი.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას, პეტრიაშვილი ამბობს, რომ ამ კანდიდატის არჩევით რჩება სივრცე, რომ აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდეს და მხოლოდ ორი პოლიტიკური ცენტრი არ იყოს ამ ქვეყანაში. „მესამე, ახალი ძალა, კომპეტენტური ხალხით, პატრიოტი ხალხით, საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული ხალხით იქნება დაკომპლექტებული“, - ამბობს პეტრიაშვილი.

პროფკავშირების გაერთიანებამ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^