„სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: საზოგადოების განწყობა და ინფორმირებულობა“.
კვლევა CRRC-საქართველომ ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩაატარა.
ორგანიზაციამ თვისებრივი მონაცემების შესაგროვებლად აწარმოა ჩაღრმავებული ინტერვიუები და ფოკუსჯგუფები უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფისა და ეთნიკური ქართველების მონაწილეობით.
ასევე ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა - შეირჩა 2205 რესპონდენტი, ხოლო საშუალო ცდომილების ზღვარი - 2.9. კვლევა, წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით.
კვლევის ფარგლებში, რესპონდენტებმა დაასახელეს ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებსაც, მათი აზრით, საქართველოში სხვადასხვა ჯგუფი აწყდება.
მოსახლეობის მოსაზრება ქალებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ ასე გამოიყურება:
ქალებისა და მამაკაცების მოსაზრება იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც საქართველოში ქალები აწყდებიან, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. კერძოდ, მამაკაცების 41% აცხადებს, რომ ქალები პრობლემებს არ აწყდებიან. ამ მოსაზრებას გაცილებით ნაკლები ქალი (28%) ეთანხმება. ქალები ყველაზე ხშირად ყურადღებას ამახვილებენ ოჯახში ძალადობასა (40%) და სექსუალურ შევიწროებაზე (23%).