Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გაუქმებული რელიკვია“ - გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში დღეს გაიხსნება

16 ნოემბერი, 2018 15:20

„გაუქმებული რელიკვია“- ლიტერატურის მუზეუმში ამ სახელწოდებით გამოფენა იხსენება. 

გამოფენის კურატორების თქმით, გამოფენის იდეა ეფუძნება უახლესი სახელოვნებო ისტორიის გაანალიზებას, კერძოდ, საბჭოთა პერიოდის ხელოვნების იდეოლოგიური მოტივებისა და დღევანდელი სამომხმარებლო კულტურის კრიტიკას.

„გამოფენა წარმოადგენს დიალოგს დროსა და სივრცეში, სადაც მუზეუმის ექსპონატები არტეფაქტები, კონკრეტული დროის აღმნიშვნელი დოკუმენტები - „გაუქმებული რელიკვიის“ ნიმუშებია, რომლებიც ახალი კონტექსტის ძიებას იწყებენ თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ნიმუშების გვერდით“, - აცხადებენ ისინი. 

ექსპერიმენტული გამოფენა „გაუქმებული რელიკვია“ (Invalid Memorabilia) ახალგაზრდა კურატორთა საინიციატივო ჯგუფის ალგორითმი F5-ის თანამშრომლობითი პროექტია სამ მუზეუმსა და თანამედროვე ხელოვანებს (თეა გვეტაძე, ნინო საკანდელიძე, ნინო ქვრივიშვილი, თემო ჯავახი) შორის.

გამოფენაში წარმოდგენილი კოლექციები დაცულია საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმსა და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში. მუზეუმების ექსპონატები განსხვავებულ მედიებს მოიცავს (კერამიკა, ფერწერა, სკულპტურა, ტექსტილის ალბომები, ესკიზები) და ინტერპრეტაციული კვლევით აერთიანებს საბჭოთა პერიოდის რამდენიმე დეკადას (XXს.-ის 40-50-60-70 იანი წლები).

„სამუზეუმო კოლექციის ნიმუშები მოწვეულ თანამედროვე არტისტთა ინსტალაციების გვერდით ქმნის ახალ დისკურს; სპეციფიკური ვიზუალური კოდებისა და ინტერპრეტაციების მეშვეობით კი ცდილობს გამოკვეთოს შრეები, სადაც ხელოვნების იდეური ძალა, ფორმალური გადაწყვეტა ეპოქალურ მახასიათებლებსა და სუბიექტურ აღქმებს შორის ზღვარს ქმნის“,- აცხადებენ ორგანიზატორები. 

პროექტის ხელმძღვანელია მარიამ შერგელაშვილი, ხოლო მკვლევარი კურატორები: კონსტანტინე ბოლქვაძე, ელისაბედ რეხვიაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^