Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო მოკლულ ვიტალი საფაროვს ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭეს

16 ნოემბერი, 2018 17:01

სავარაუდოდ ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო მოკლულ ვიტალი საფაროვს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭა. ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ამ წუთებში „თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს.

ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ვიტალი საფაროვი თბილისში 24 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულებს პროკურატურამ 31 ოქტომბერს ბრალი დაუმძიმა. 

„საქმე რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკვლელობის ჩადენის მუხლით გადაკვალიფიცირდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტი, სასჯელის სახით, 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში. 

საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. იგი მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^