Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების 28 ნოემბერს დანიშვნა სასამართლოში გაასაჩივრა

16 ნოემბერი, 2018 17:57

ოპოზიციური პარტიების გაერთიანებამ „ძალა ერთობაშიამ“ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

„არსებული კანონმდებლობით, შეეძლო პირველი ტურის შედეგები შეეჯამებინა შაბათ-კვირას და მეორე ტური დაენიშნა არასამუშაო დღეს. შესაბამისად, ყველა მოქალაქეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ შესაძლებლობა მიეცემოდა, თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თავად ცესკოს განკარგულება აქვს არჩევნების გრაფიკის შესახებ, სადაც 1 დეკემბერი არის აღნიშნული არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესაძლო თარიღად. სამწუხაროდ, ცესკომ ჯიუტად გაითვალისწინა მხოლოდ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის დაკვეთა. მოვითხოვთ, ბათილად იქნას ცნობილი ცესკოს გადაწყვეტილება, რაც დაავალდებულებს ცესკოს, ხელახლა განიხილოს ეს გადაწყვეტილება და არჩევნები დაინიშნოს არასამუშაო დღეს,” - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 14 ნოემბერს სხდომაზე 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაჯამა და ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი საპრეზიდენტო არჩევნების II ტური 28 ნოემბერს გამართვას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^