Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზმაუმ პრაიმტაიმში „ოცნება"-ზურაბიშვილს 29.5% დაუთმო, ვაშაძეს - 9,08%, კუკავას - 8,26%

16 ნოემბერი, 2018 18:30

კომისიების ეროვნულმა კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, „პირველმა არხმა“ საუკეთესო დროს საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაუთმო. კერძოდ:

  • „ქართულ ოცნებას“ - 18.8%;
  •  დავით ბაქრაძე-ევროპულ საქართველოს - 11.5%; 
  • სალომე ზურაბიშვილს - 10.7%;
  • გრიგოლ ვაშაძე - „ძალა ერთობაშია" - 9,08;

ჯამში, „პირველმა არხმა“ პარტია „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს პრაიმტაიმში გასულ საინფორმაციო გამოშვებებში დროის 29,5% დაეთმოთ.

რაც შეეხება საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში დათმობილ დროს, მონაცემები ასეთია:

  • „ქართულ ოცნებას“ - 29.6%; 
  • დავით ბაქრაძე - ევროპულ საქართველოს“ - 19.3%;
  • გრიგოლ ვაშაძე - ძალა ერთობაშია - 15.1%;
  • ყველა დანარჩენ სუბიექტს 10%-ზე ნაკლები.

რაც შეეხება სხვა არხებს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“, როგორც პრაიმტაიმში, ასევე სხვა მონაკვეთში ყველაზე მეტი დრო გრიგოლ ვაშაძეს დაუთმო. კერძოდ, საუკეთესო დროს საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო:

  • გრიგოლ ვაშაძე - „ძალა ერთობაშიას" - 45.8%;
  • „ქართულ ოცნებას“ - 18.7%,
  • დავით ბაქრაძე-ევროპულ საქართველოს - 15.6%,
  • სალომე ზურაბიშვილს - 15.1%,
  • ყველა დანარჩენ სუბიექტს 10%-ზე ნაკლები.

საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში დრო პოლიტიკური სუბიექტებისთვის შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • გრიგოლ ვაშაძე - ძალა ერთობაშია - 43.3%,
  • დავით ბაქრაძე - ევროპულ საქართველოს - 22.1%,
  • „ქართულ ოცნებას“ - 14.8%,
  • სალომე ზურაბიშვილს - 10.5%,
  • ყველა დანარჩენ სუბიექტს 10%-ზე ნაკლები.

„რუსთავი 2-ის“ ეთერში კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს ძირითადად ეძლეოდათ ყოველდღიურ ახალ ამბებში მნიშვნელოვან საკითხებზე კომენტარის გაკეთების საშუალება“,- აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება „იმედს“, „პირველი არხის“ მსგავსად, ამ ტელეკომპანიამ პრაიმ ტაიმში გასულ საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილსდ აუთმო. კერძოდ:

  • „ქართულ ოცნებას“ - 35.7%,
  • სალომე ზურაბიშვილს - 22.5%,
  • დავით ბაქრაძე - ევროპულ საქართველოს - 18.9%,
  • გრიგოლ ვაშაძე - ძალა ერთობაშია – 13.9%,
  • ყველა დანარჩენ სუბიექტს 10%–ზე ნაკლები.

საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დრო შემდეგნაირად განაწილდა: 

  • „ქართულ ოცნებას“ - 30.8%,
  • სალომე ზურაბიშვილს - 28.8%,
  • დავით ბაქრაძე - ევროპულ საქართველოს - 17.3%,
  • გრიგოლ ვაშაძე-ძალა ერთობაშიას - 16.3%, ხ
  • ყველა დანარჩენ სუბიექტს 10%–ზე ნაკლები.

„საანგარიშო პერიოდში ახალი ამბების პროგრამაში „ქრონიკა“ ინტეგრირებული იყო სტუმრების ბლოკი, რომლის ფარგლებში დებატები გაიმართა ქართული ოცნების და დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველოს შორის“,- ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება ტელეკომპანია „პირველს“, საუკეთესო დროს საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაუთმო:

  • „ქართულ ოცნებას“ - 29.9%,
  • გრიგოლ ვაშაძე - ძალა ერთობაშია - 21.6%,
  • სალომე ზურაბიშვილს - 15.6%,
  • დავით ბაქრაძე - ევროპულ საქართველოს -15.5%,
  • ყველა დანარჩენ სუბიექტს - 10%–ზე ნაკლები.

საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში დრო ასე გადანაწილდა:

  • გრიგოლ ვაშაძე - ძალა ერთობაშია – 29.3%,
  • ქართული ოცნება - 26.6%,
  • სალომე ზურაბიშვილი - 17.4%,
  • დავით ბაქრაძე - ევროპული საქართველო - 16.2%, 
  • ყველა დანარჩენი სუბიექტი - 10%–ზე ნაკლები.

„ტვ პირველის“ ეთერში განთავსებულია საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა „ლევან ჩხაიძეს და დიანა ტრაპაიძის დღის ამბები“. აღნიშნულ გადაცემაში დრო დაეთმოთ: ქართულ ოცნების (ოცდაოთხჯერ), გრიგოლ ვაშაძე - ძალა ერთობაშია (თორმეტჯერ), დავით ბაქრაძე - ევროპული საქართველო (თერთმეტჯერ), დავით უსუფაშვილი - თავისუფალი დემოკრატების (თერთმეტჯერ), პატრიოტთა ალიანსის (სამჯერ), ზურა ჯაფარიძე – გირჩის (ორჯერ) და დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილის (ორჯერ) წარმომადგენლებს“,- ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში 29 სექტემბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საანგარიშო პერიოდში მონიტორინგი 41 სამაუწყებლო არხს, 37 ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთსა და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა. მედია მონიტორინგის პროცესში კომისია წინასაარჩევნო რეკლამას, დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებს, წინასაარჩევნო აგიტაციასა და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს 24 საათის განმავლობაში  აკვირდებოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^