Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზღვარგარეთ საარჩევნო დღის გაგრძელებაზე ცესკო-ს გადაწყვეტილება სასამართლომ ძალაში დატოვა

17 ნოემბერი, 2018 20:14

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილება საზღვარგარეთ საარჩევნო დღის 24:00 საათამდე გახანგრძლივების შესახებ ძალაში დატოვა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ცესკო-ს განმარტებით, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ 28 ნოემბერი უქმე დღედ ვერ გამოცხადდება, საარჩევნო კომისია მიიღო გადაწყვეტილება, რომ საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები უფრო ხანგრძლივად იმუშავებენ და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით, არჩევნების დღის 24:00 საათამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა „საერთაშორისიო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“. მათი განცხადებით, ცესკო-მ არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს ხელოვნური ბარიერი შეუქმნა. ისინი ცესკო-ს ამ გადაწყვეტილების ბათილობას ითხოვდნენ. თუმცა, სასამართლომ არასამთავრობოების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, რომელიც ოთხშაბათია და საქართველოს მასშტაბით უქმე დღედ გამოცხადდება.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^