Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

600 ათასი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება ახალ წელს - ბახტაძე

19 ნოემბერი, 2018 11:11

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე ჭარბვალიანობის საკითხზე მთავრობის ახალი ინიციატივა გააცნო ჟურნალისტებს. 

მისი თქმით, 700 ათასი მოქალაქე იმყოფება ე.წ. შავ სიაში, რის გამოც მოკლებულია სრულფასოვანი საქმიანობის შესაძლებლობას.

„ამაზე ვსაუბრობდი მე, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში და ახალი მთავრობის დამტკიცების დროსაც საქართველოს პარლამენტში და შემდეგ უკვე მთავრობის სხდომაზე დავდეთ პირობა, რომ წლის ბოლომდე გადავდგამდით პრინციპულ ნაბიჯებს ე.წ. შავი სიის პრობლემის მოსაგვარებლად.

მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები და მოხარული ვარ, რომ როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა და მათ შორის  ეგრეთ წოდებულმა სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარა ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და  მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს.

მინდა, განვუმარტო საზოგადოებას,  ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებიდან, რომლის ძირი თანხა არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდ ნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს. აღსანიშნავია, რომ  ამ კატეგორიაში შედის 150 ათასამდე სოციალურ დაუცველი და ათი ათასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქეები. მიმდინარეობს  მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება. 600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს. "- განაცხადა ბახტაძემ. 

პრემიერმა მადლობა გადაუხადა  ფონდ „ქართუს“. მისი თქმით, რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

EMC რატიანის საქმეზე პროკურატურას მიმართ ...

„პოლიციის მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობიდან ერთი წელი გავიდა. თუმცა, პროკურატურაშ ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

კახიანი: დასანანია, რომ ყველა დეპუტატი ს ...

ბიუჯეტს ჩვენს აუცილებლად მივიღებთ, თუმცა დასანანია, რომ პარლამენტის ყველა წევრი სათანადოდ ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმ ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

კვორუმის არარსებობის გამო 2019 წლის ბიუჯ ...

პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა. „კოლეგების უპასუხისმგებლ ...
^