Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვისაც 1 წელზე ხანდაზმული, 2000 ლარამდე ვალი აქვს - ფინანსთა მინისტრი ვალის განულების კრიტერიუმზე

19 ნოემბერი, 2018 13:02

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ დავალიანების ჩამოწერის საკითხზე ისაუბრა.

„მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს თქვა, რომ ჭარბვალიანობა შემაფერხებელი ფაქტორი იყო ეკონომიკის განვითარებისთვის და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი სიღარიბის ნაწილში. დაახლოებით 700 ათას ადამიანამდე იყო ე.წ. შავ სიაში. ეს არის პრაქტიკულად საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის მესამედი, რომელიც გამოთიშული იყო ეკონომიკური საქმიანობიდან. არანაირი მოტივაცია არ ჰქონდათ, მოეძებნათ სამსახური. ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ ანუ ყველა ტიპის საფინანსო ინსტიტუტი ძალიან იოლად და შეუმოწმებლად იძლეოდა კრედიტებს. იყო დიდი ჯარიმები, დიდი პროცენტი, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ იხდიდა და იმდენად დიდი იყო ჯარიმები და პროცენტები, რომ მაინც მომგებიანი საქმე იყო. პრემიერ-მინისტრობისას ბახტაძემ არაერთხელ თქვა, რომ ამ პრობლემას უნდა მიხედვა. ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდით, თუ არა ფონდი „ქართუ”, რომელმაც სრულად გაიაზრა ამ პრობლემის სიმწვავე და როგორც ყოველთვის დაუდგა გვერდში ჩვენს ქვეყანას ამ პრობლემის გადასაჭრელად. ფონდი „ქართუსგან“ ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის აქტი. 

ეს 600 ათასი ადამიანი გამოიყო შემდეგი კრიტერიუმით, ვისაც ერთ წელზე ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. ეს ზუსტად ის მოწყვლადი კატეგორიაა. ის უპასუხისმგებლო დაკრედიტება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არ ხდებოდა 10 და 20 და 100 ათასი ლარების გაცემით, ეს ხდებოდა ზუსტად 300, 500 და 1000 ლარის ფარგლებში. ზუსტად ამან გამოიწვია ჭარბვალიანობა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^