Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე განმარტავს, თუ რატომ გამოცხადდა ვალების განულების შესახებ გადაწყვეტილება ახლა

19 ნოემბერი, 2018 12:56

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებულ 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ 2012 წლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ მიერ შესრულებულ სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ინიციატივები მიმართულია ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

„ახალი მთავრობა დამტკიცდა რამდენიმე თვის წინ. ჩვენ გვქონდა განხილვის პროცედურა და როდესაც პარლამენტი ნდობას უცხადებდა მთავრობის ახალ შემადგენლობას ამ ნდობის მთავარი საფუძველი გახლდათ სწორედ ეს ინიციატივები, რომელსაც ხორცი შეესხა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად. ეს მუშაობა დაიწყო რამდენიმე თვის წინ. ამის შესახებ პირველად განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. პოლიტიკაში მოსვლისთანავე, მისი ერთ-ერთი პირველი განცხადება ეხებოდა ჭარბვალიანობის პრობლემას, რაც არის სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი წყარო ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო ინიციატივა, რომელზეც მოგვიანებით ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრმა, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის წარმართვისას საქართველოს პარლამენტში. ამას, ბუნებრივია, სჭირდებოდა დრო. ჩვენი ამოცანა გახლდათ ყველაფრის წლის ბოლომდე სრულყოფა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ის, რომ დღეს ხდება ამ ინიციატივების გაჟღერება“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, თუ რატომ ხდება ამ ინიციატივის გაჟღერება ახლა, არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე, რასაც ოპოზიცია „ირიბად ამომრჩევლის მოსყიდვად“ აფასებს. 

600 ათასი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება ახალ წელს - ბახტაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^