Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შშმ პირებისთვის შენობის ადაპტირებისას წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზრდება

19 ნოემბერი, 2018 14:08

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდება - შესაბამისი ცვლილელები „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში" შევა. 

ჯარიმის ოდენობები განისაზღვრება ადგილებისა და შენობის კლასის მიხედვით შემდეგნაირად:

თბილისის ტერიტორიაზე: მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 4 000 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 15 000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით; მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 30 000 ლარით. თვითმმართველ ქალაქში – 2 000 ლარით; მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში – 1 000 ლარით. მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში – 500 ლარით.

კანონდარღვევაზე ოქმს წერს ზედამხედველი ორგანო, კანონდამრღვევს კი ჯარიმის გადასახდელად 30-დღიანი ვადა ექნება, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაშიც მას ორმაგი ოდენობის ჯარიმა დაერიცხება. 

კვლავ შედგება წერილობითი გაფრთხილება და პირს დარღვევის გამოსწორება 30 დღის ვადაში დაევალება. ეს პროცედურები იქამდე გაგრძელდება, სანამ შენობა შესაბამისობაში მოვა. 

ცვლილებები პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. პროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^