Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამზაუს ვებგვერდის რედაქტორმა სიზუსტისა და შესწორების პრინციპები დაარღვია - ქარტია

19 ნოემბერი, 2018 15:03

ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის ორი: სიზუსტისა და შესწორების პრინციპი დაარღვია.


დეკანოიძის წინააღმდეგ ქარტიას საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ მიმართა. ვაშაძე სადავოდ ხდიდა მასალას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სათაურით "გიორგი ვაშაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე - ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს".

ქარტიის საბჭოს განცხადებაში განმარტებულია, რატომ დაარღვია დეკანოიძემ ქარტიის პრინციპები:

„ტექსტი ეხება გიორგი ვაშაძის მიერ პირველი არხის გადაცემა "პრეზიდენტის არჩევნები 2018-ში" გასულ მის კომენტარს, სადაც ის საყოველთაო ჯანდაცვაზე საუბრობს. გიორგი ვაშაძე მიიჩნევდა, რომ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი არ შეესაბამებოდა მის კომენტარს.

ქარტიის საბჭოს მიიჩნია, რომ სათაური მანიპულაციური იყო, ვინაიდან შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს გიორგი ვაშაძე აკრიტიკებს სახელმწიფოს მიერ „მომაკვდავი ადამიანის“ მკურნალობის იდეას. გადაცემაში კი  გიორგი ვაშაძე ნეგატიურად აფასებდა სახელმწიფოს იმ მიდგომას, რომლის თანახმადაც მნიშვნელოვანი სახსრები არ ხმარდება დაავადების პრევენციას, რათა თავიდან იქნას აცილებული ან/და შემცირებული ფატალური შედეგი. გიორგი ვაშაძე საზოგადოებას სთავაზობდა თავის ხედვას თუ როგორ შეიძლება მძიმე შედეგების შემცირება ხარჯების ეფექტურად გამოყენების გზით. საბჭოს აზრით, იმის გამო, რომ ჟურნალისტი სათაურში კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზას იყენებს, ვაშაძის გამონათქვამი იცვლის აზრს და აუდიტორიას განსხვავებულ შთაბეჭდილებას უქმნის. ამასთან, საბჭომ ხაზი გაუსვა სათაურის მნიშვნელობას და თქვა, რომ "ძირითად შემთხვევებში სტატიის სათაური ცალკე ჟურნალისტური პროდუქტად უნდა განიხილებოდეს. მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სათაური ზუსტად გადმოსცემს სტატიაში მოყვანილ ფაქტებსა და მოსაზრებებს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ ტექსტის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში"

გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ სტატიის გამოქვეყნების დროს საქართველოში იყო წინასაარჩევნო პერიოდი და გიორგი ვაშაძე არჩევნების პროცესში ჩართული პოლიტიკური ძალის ლიდერი იყო, შესაბამისად, მისი პოზიციების მიმართ არსებობდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ყურადღება. მის ნებისმიერ მოსაზრებას შესაძლოა გავლენა მოეხდინა ამომრჩევლის არჩევანზე. ამასთან, სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციის გაზიარებისას აბსოლუტურ უმრავლესობაში დარჩა შთაბეჭდილება, რომ აუდიტორიის დიდ ნაწილს მხოლოდ სათაური ჰქონდა წაკითხული და ამ გზით მიღებული ცნობის საფუძველზე აკრიტიკებდნენ და ლანძღავდნენ განმცხადებელს.

გიორგი ვაშაძე დავობდა მეხუთე პრინციპზეც (შესწორება), ვინაიდან რედაქტორისთვის მიმართვის მიუხედავად ტექსტი არ გასწორდა. ეს ფაქტი ირინა დეკანოიძემაც დაადასტურა და თქვა, რომ გიორგი ვაშაზეს შესთავაზა გაეგზავნა საკუთარი პოზიცია, რომელსაც ის ასევე განათავსებდა ვებგვერდზე.

საბჭო მიიჩნევს, რომ ასეთი შეთავაზება არ შეესაბამება შესწორების სტანარდარტს, რომლის თანახმად, პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე. "მედიამ ინფორმაცია უნდა შეასწოროს მაშინვე, როგორც კი ცნობილი გახდება მისთვის ამ შეცდომის შესახებ და საჭირო არ უნდა იყოს სპეციალურად მიმართვა. ამასთან, გამოქვეყნებული მასალა უნდა შესწორდეს ისე, რომ აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს თუ რა გასწორდა და არასწორი ინფორმაციის შემცველი ჟურნალისტური პროდუქტი აღარ უნდა იძებნებოდეს", - წერია საბჭოს განცხადებაში. 

გარდა სიზუსტისა და შესწორების პრინციპისა, გიორგი ვაშაძე დავობდა ქარტიის მეშვიდე და მეთერთმეტე პრინციპის დარღვევაზეც, თუმცა, საბჭომ ამ ორი პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^