Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპატრიარქო დედა სიდონიასთვის ტოლერანტობის ქომაგის პრიზის გადაცემაზე განცხადებას ავრცელებს

19 ნოემბერი, 2018 15:09

საპატრიარქო მონაზონ სიდონიას შესახებ განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო განმარტავს, რომ  ტოლერანტობის ცენტრმა მონაზონ სიდონიას მიანიჭა პრიზი „ტოლერანტის ქომაგი“ და აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებებმა ის „მონოზვნის სახედ წარმოადგინეს“, რაც სწორი არაა. მათივე თქმით, მას თავისი საჯარო ქმედებების გამო, არც ერთ ეკლესიასთან კავშირი არ აქვს. 

„ა.წ. 16 ნოემბერს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა დაჯილდოებულთა შორის დაასახელა დედა სიდონიაც (ყაჭეიშვილი), რომელსაც ჩვენი საზოგადოება მედიის საშუალებით ასე თუ ისე იცნობს და შეცდომით საქართველოს ეკლესიის წევრად მიიჩნევს, რაც არასწორია, თუმცა აქამდე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი  პოზიცია არასდროს დაგვიფიქსირებია; ახლა კი როდესაც იგი მონაზვნის სახედ წარმოგვიდგინეს, ვალდებულნი ვართ, ხალხს მცირე ინფორმაცია მაინც მივაწოდოთ.

დედა სიდონია კარგა ხანია საბერძნეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და დიდი სქემაც იქ მიიღო. დიდსქემოსნობა, ფაქტიბრივად, განდეგილური ცხოვრების წესს ნიშნავს, რაც ამ პიროვნებისთვის, სამწუხაროდ, საერთოდ უცხო აღმოჩნდა. იგი არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არც ერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს“,- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 

სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების მიერ გამოვლენილი ტოლერანტობის ქომაგები დააჯილდოეს, მათ შორის იყო მონაზონი სიდონიაც. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 თებერვალი
20 თებერვალი

ქართულ მხარეს სურს, იუნესკომ ქართული ტოლ ...

​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, UNESCO-ს გენერალურ მდივანს ოდრი აზულს შეხვდა. ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

„ქართული მარში" აცხადებს, რომ ის ფიზიკურ ...

„ქართული მარში" აცხადებს, რომ ის ფიზიკურად არ დაუშვებს, გეი ფესტივალის, გეი აღლუმის ჩატარებას", - ა ...
19 თებერვალი
19 თებერვალი

პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ ...

78 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით, &bdquo ...
^