Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორია უმუშევრობის დონე საქართველოში - საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

19 ნოემბერი, 2018 15:54

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. 

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა და 12.2 პროცენტი შეადგინა. 

ახალი მონაცემებით, 2018 წლის III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე და დასაქმების დონე გაზრდილია 0.3%-ით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით შემცირებულია 0.3%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 0.9%-ით. 

2018 წლის III კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 48.8 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი წინა კვარტალთან შედარებით. 

„უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში 0.1%-ით, ხოლო საქალაქო დასახლებებში - 0.2%-ით გაიზარდა“. 

საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 1.7%-ით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალებში გაიზარდა 0.9%-ით, კაცებში კი შემცირდა 0.7%-ით. 

აქტიურობის დონე მნიშვნელოვნად მაღალია კაცებში. 2018 წლის III კვარტალში აქტიურობის დონე ქალებში - 56.1%, ხოლო კაცებში - 73.9%-ს შეადგენდა. წინა კვარტალთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია როგორც ქალებში, ისე კაცებში შესაბამისად, 0.4 და 0.2 პროცენტული პუნქტით. 

2018 წლის III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დასაქმების დონე ქალებში 0.2%-ით შემცირდა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 0.7%-ით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^