Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წყაროს ცნობით, არ ვიცით, ბიომეტრიული პირადობები იბეჭდებოდა თუ ძველი - ირმა პავლიაშვილი

20 ნოემბერი, 2018 19:01

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ირმა პავლიაშვილის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში არ ყოფილა ნათქვამი, უშუალოდ ახალი, ბიომეტრიული პირადობის მოწმობების გაყალბება იგეგმება თუ ძველის. მისი განმარტებით, შესაბამისად, არგუმენტმოკლებულია სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადება, რომლის თქმითაც, ბიომეტრიული დოკუმენტები, მათ შორის, პირადობები საქართველოში სულ 3 ადგილას იბეჭდება - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში და არა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ რაიონებში - წალენჯიხასა და გარდაბანში.

„წყაროს ინფორმაციით, რომელმაც ეს ინფორმაცია გაგვიზიარა, არ ვიცით, ახალი პირადობის მოწმობის (ბიომეტრიული) დაბეჭდვა ხდება თუ ძველის, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, დადგინდეს საგამოძიებო პროცესში, რომელი, ახალი და ბიომეტრიულის თუ ძველის დაბეჭდვა ხდება, რომ ამის მიხედვით დეტალური სქემა წარმოვიდგინოთ. ვინაიდან წყაროს ინფორმაციით, მან არ იცის, საქართველოს მასშტაბით ხორციელდება თუ კონკრეტული ტერიტორიული ორგანოები არიან ჩართული ამაში. ჩვენთვის ამ სქემის მხოლოდ რამდენიმე ნაწილი გახდა ცნობილი - წალენჯიხა და გარდაბანი. ამიტომ მნიშვნელოვანია საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ ამით და რეალური სქემა წარმოადგინონ, მასშტაბურობა განსაზღვრონ, ასევე არეალი, თუ რომელი ტერიტორიული სამსახურები არიან ჩართულები, სავარაუდო მაღალი თანამდებობის პირების გარდა, რომლებიც ჩვენ დღეს დავასახელეთ, ამ სქემაში ვინ მონაწილეობს“, - განმარტავს ირმა პავლიაშვილი „ლიბერალთან" საუბარში.

ირმა პავლიაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ცესკოს 15 ნომბერს გადაეცა იმ პირთა სია, რომლებსაც მეორე ტურამდე პერიოდში 18 წელი უსრულდებათ, - „შესაბამისად, სია განახლდა, ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაციიდან გამოვითხოვეთ სიები, რომ ჩვენი რესურსით რასაც შევძლებთ, შევადაროთ პირველი და მერე ტურის სია განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან და შეძლებისდაგვარად იდენტიფიცირება მოვახდინოთ ფოტოებით. შემდგომი ეტაპი იქნება გამოძიების სწრაფად და ობიექტურად წარმართვა, რომ მეორე ტურამდე პრევენცია მოხდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, საარჩევნო კომისიის ყურადღება გამახვილდეს მარკირების პროცედურის შესრულებაზე. ჩვენი დამკვირვებლები ორიენტირებული იქნებიან, რომ ამ პროცესს გაუწიონ მონიტორინგი.“

**********

NGO-ების განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გასულ კვირას მათ მიაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. 

ბრიფინგი ამის თაობაზე დღეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოფისში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გამართა. 

სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლის თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

„მისი თქმით, ამ პროცესს ხელმძღვანელობენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე. წყაროს განმარტებით, წინა კვირას ამ თემაზე სპეციალური თათბირიც ჩატარდა. გეგმის თანახმად, ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო ხუთი პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი, გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტო ამ ერთი პირის იქნებოდა. ამ პირის მონაცემები აისახება რამდენიმე საარჩევნო უბნის საარჩევნო სიაში და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ერთმა ადამიანმა სხვადასხვა პირადობით რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა, რაც ე.წ. „კარუსელის” პრინციპით ხმის მიცემას წარმოადგენს“, - ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდება - NGO

ეს არის ჭორი და მივმართეთ შესაბამის ორგანოებს - სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი

ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^