Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შემთხვევითი არ იყო არც თამარ მეფე, არც ქალბატონი სალომეა შემთხვევითი - ივანიშვილი

20 ნოემბერი, 2018 23:48

„ნახეთ, როგორი კანდიდატი გვყავს. ჩემი და გუნდის დამოკიდებულება ნახეთ, ჩვენ გვინდა, ქვეყანა განვითარდეს. კანდიდატი ამის მიხედვით შეირჩა. შეირჩა, ჩემი აზრით, იდეალური კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი", - ასე ახასიათებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მისივე პარტიის მხარდაჭერის მქონე, ოფიციალურად დამოუკიდებელ კანდიდატს. 

ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიმართ საკუთარ ემოციურ დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას. 

„არ ვიცი, რაღაც კლიპებს კიდევ ამზადებთ, ყველაზე ცრემლები მომდის, ეს ჩვენი ისტორიაა, რომელიც ძალიან მიყვარს. მის [სალომე ზურაბიშვილის] ენასა და აქცენტზე, როგორ ბედავენ საუბარს. პირიქით, მე ვიხსენებ ძველ ქართულს. სალომეს დედა დაიბადა საფრანგეთში. სალომეს მამამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ თქვა და საფრანგეთის მოქალაქეობა არ მიიღო. როგორ მოახერხეს და სალომეს ასეთი ქართული ასწავლეს. ქალბატონი, ევროპელი, რაც ჩვენ გვინდა, ვინც ქალბატონი სალომეს ხასიათი იცის, მას სხვანაირად ვერც მივმართავ, ძალიან მორიდებითა და მოწიწებით ვარ", - ამბობს ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერის მტკიცებით, ზურაბიშვილი ზუსტად შეესაბამება პრეზიდენტის ინსტიტუტს. 

„სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატია. თავისი ხედვები, პრაქტიკა-გამოცდილება და ძალიან კარგი გემოვნება აქვს, ეს არის ის რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ" და ჩვენ. საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ასეთი უნდა იყოს. პირველ რიგში ის ავტორიტეტი და გამაერთიანებელი, ზეპარტიული  უნდა იყოს, თუკი რამე ფუნქცია სჭირდება ასეთ პრეზიდნეტს, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ და ქალბატონი სალომე ამასთან შესატყვისობაში მოდის. 

აბა ნახეთ მეორე კანდიდატი - არც ერთ პირობას არ აკმაყოფილებს. სულ არ გვაინტერესებს ვინ არის მისი შვილი და მე არც მინდა მის პირადულში გადავიდე. მისი ფილოსოფია ცხოვრების, ნახეთ. რასაც ამბობს, როგორც იქცევიან, მისი გუნდის წევრები, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ქალბატონს. ეს გვეკადრება ჩვენ?! ასეთები ვართ ქართველები?! ასე უნდა მოვექცეთ?! ქალის ადგილი ყოველთვის იცოდნენ ქართველებმა - ჩვენ ვიცით ქალის პატივისცემა. შემთხვევითი არ იყო არც თამარ მეფე, არც ქალბატონი სალომეა შემთხვევითი, ეს ბუნებრივად განვითარდა, ეს ხო ჩვენი ფესვებია", - ამბობს ივანიშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^