Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთი ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას იტაცებს, აწამებს და კლავს - მამუკა ბახტაძე

21 ნოემბერი, 2018 18:31

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას იტაცებს, აწამებს, კლავს და ოკუპაციის ხაზზე მავთულხლართებს წევს. 

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, იმისთვის, რომ ფინანსურ შეთანხმებებზე ხელმოწერის შესაძლებლობა მოგვეცა. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენი პარტნიორობა ძალიან მყარია. გვინდა, კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენი ურთიერთობა და უფრო ფუნქციური დატვირთვა იქონიოს ამ ურთიერთობამ. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა საქართველოში უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი გადაჭრის საკითხები. თუმცა, ეს ყველაფერი მიმდინარეობს რუსეთის პროვოკაციის ფონზე, რომელიც ყოველდღიურად ინტენსიური ხდება.

ჩვენი მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, რუსეთი ყოველდღიურად ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობის იტაცებს, აწამებს, კლავს და ოკუპაციის ხაზზე მავთულხლართებს წევს. ამ ძალიან რთულ კონტექსტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა განცხადება. ყველა განცხადებას ვაფასებთ იმისათვის, რომ ევროკავშირმა გაამახვილოს ამაზე ყურადღება და მოახდინოს რეაგირება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^