Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოქუაშვილის თქმით, მას ივანიშვილი სთხოვდა ეთქვა, რომ გამოქვეყნებული კომპრომატები დადგმული იყო

22 ნოემბერი, 2018 0:11

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილი სთხოვდა „იმედის“ ეთერში განცხადება გაეკეთებინა და ეთქვა, რომ გამოქვეყნებული კომპრომატები დადგმული იყო და ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.

ზაზა ოქუაშვილის თქმით, მას ჰქონდა პოზიტიური განწყობები: "ეს დაიწყო 23 ოქტობრიდან და მართალი რომ გითხრათ, მეამიტურად ვიყავი განწყობილი, იმდენად, რომ სახელწმიფომ ბოლოს და ბოლოს დაანება ფეოდალიზმს თავი, რეკეტს და კრიმინალს და დადგა სწორ გზაზე", - ამბობს ოქუაშვილი „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში. 

„კვირის აქცენტებში“ ჟურნალისტებმა ინტერვიუს ის ტექსტიც წაიკითხეს, რომელიც, ზაზა ოქუაშვილის თქმით, მას დაუწერეს რომ ეთქვა „იმედის“ ეთერში. 

ზაზა ოქუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ომეგა ჯგუფი" აქციზებს მიიღებდა, აქციზური მარკების სამსახურმა, გადახდილი ფულის სანაცვლოდ აქციზები გასცა, "ქართუ ბანკმა" კი კრედიტის სახით კომპანიას 8 მილიონი ლარი გამოუყო.

ზაზა ოქუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ხელისუფლებასთან თითქოს ურთიერთობის დალაგების შემდეგ, 24 ოქტომბერს მისმა კომპანიამ ის სასამართლო პროცესი მოიგო, რომელიც ორ წელზე მეტი გრძელდებოდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^