Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი - წულუკიანი

22 ნოემბერი, 2018 11:10

„ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი, ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, რომ საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რათა ეს ტყუილი გამხდარიყო დამაჯერებელი", - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სავარაუდო ყალბი პირადობების დაბეჭვდის საკითხს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოჭერილი იქნა ტყუილში, საიდან მოდის ეს ტყუილი ჩემთვის პრინციპში ალბათ არის ნათელი. მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, რადგან თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრებები, რომ მათ უბრალოდ შესაძლებელია ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისგან“. ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, რომ საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რათა ეს ტყუილი გამხდარიყო დამაჯერებელი. ეს ტყუილი ვერ დადასტურდა, რადგან ტყუილია და დღეს რეალურად მიმდინარეობს მცდელობა, რომ მათი თითქოს წამოწეული პრობლემა ჩაიფარცხოს. ეს პრობლემა ვერ ჩაიფარცხება, რადგან ჩვენ ვართ პირველები, ვინც ვითხოვთ, რომ გამოძიება გაგრძელდეს, რადგან ტყუილის ფაქტი კიდევ უფრო აშკარა და ნათელი გახდეს საზოგადოებისთვის“, - თეა წულუკიანის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი და საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. 

მისი თქმით, „ამგვარი ტყუილები" აზიანებს ქვეყანას.

„ნებისმიერი ასეთი ტყუილი, რომელიც ურტყამს სახელმწიფო ინსტიტუტს, საარჩევნო სიას, რომელიც არის ყველაზე უფრო ზუსტი და დახვეწილი, რაც კი ოდესმე ყოფილა, რადგან ჩვენ ყოველ არჩევნებზე კიდევ უფრო და უფრო დაზუსტებულ სიას ვაწვდით ცესკო-ს და ცესკო ყოველ არჩევნებზე კიდევ უფრო და უფრო მაღალი პროფესიონალიზმით ატარებდა არჩევნებს, როდესაც შენ ამ ინსტიტუტებს ურტყამ ტყუილით. რა თქმა უნდა, ეს აზიანებს ქვეყანას“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^