Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წელიწადნახევრის წინ დაწყებული სასამართლო დავა ფორსირებულად დასრულდა - „ომეგა" სიგარეტების პატენტზე

22 ნოემბერი, 2018 13:25

უფილტრო სიგარეტებზე „ომეგა ჯგუფის“ პანეტთან დაკავშირებით სასამარლთო პროცესი ფორსირებულად დასრულდა. სასამართლო დავის შესახებ „ლიბერალთან“ „ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, სასამართლოში დავა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო და წელიწადზე მეტი იყო გასული, სასამართლო არ იკრიბებოდა.

ვითარების შეცვლის მიზეზებზე „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა გუშინ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა. როგორც ოქუაშვილმა განაცხადა, არჩევნებამდე ხელისუფლებასთან თითქოს ურთიერთობის დალაგების შემდეგ, 24 ოქტომბერს მისმა კომპანიამ ის სასამართლო პროცესი მოიგო, რომელიც დიდხანს გრძელდებოდა. 

ლევან აღდგომელაშვილის თქმით, სასამართლოში დავის საგანი იყო საქპატენტის მიერ „ომეგას" კუთვნილი პატენტის გაუქმება, რომლითაც კომპანია ექსკლუზიურად სარგებლობდა. აღდგომელაშვილი ამბობს, რომ საქპატენტმა გადაწყვეტილება აბსოლუტურად არაკომპეტენტურად და კანონსაწინააღმდეგოდ შექმნილი კომისიის დასკვნით მიიღო.

„ჩვენ საქპატენტის ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ მცხეთის რაიონულ სასამართლოში, რაც წარმოებაში მალევე მიიღეს - 2017 წლის აგვისტოში თუ სექტემბერში. წელიწადზე მეტი იყო გასული, რაც სასამართლო არ იკრიბებოდა და არ განიხილავდა ჩვენს სარჩელს, რომ ბათილად ცნობილი ყოფილიყო საქპატენტის აქტი ჩვენი პატენტის გაუქმების შესახებ. ეს მოხდა ოქტომბრის ბოლოს [სასამართლო პროცესი]... ფორსირებულად მოხდა ზოგადად ამ სასამართლო პროცესის დასრულება“, - აღნიშნა აღდგომელშვილმა.

როგორც ის ამბობს, საქპატენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასმართლოში გაასაჩივრა და საჩივარი სასამართლოში გასაჩივრების ბოლო დღეს შეიტანა.

„ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, გუშინ, 21 ნოემბერს „რუსთავი 2-თან" ინტერვიუში აცხადებდა, რომ მას ბიძინა ივანიშვილი სთხოვდა „იმედის“ ეთერში განცხადება გაეკეთებინა და ეთქვა, რომ გამოქვეყნებული კომპრომატები დადგმული იყო და ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.

ოქუაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ომეგა ჯგუფი" აქციზებს მიიღებდა, აქციზური მარკების სამსახურმა, გადახდილი ფულის სანაცვლოდ აქციზები გასცა, „ქართუ ბანკმა" კი კრედიტის სახით კომპანიას 8 მილიონი ლარი გამოუყო.  

ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ „ომეგა ჯგუფს“ ჰქონოდა პოზიტიური განწყობა და სწორედ ამას მოჰყვა ის დავალებები, რომელიც შემდგომ მას უნდა შეესრულებინა. 

„ომეგა ჯგუფის" თამბაქოს ქარხანამ პაუზის შემდეგ მუშაობა ოქტომბრის ბოლოს განაახლა. როგორც ოქუაშვილი ამბობს, ამასთან ერთად, „ოცნება” სხვა დათმობებზეც წავიდა, რამაც შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ „სწორ გზაზე” დადგნენ: 50-მილიონიანი ვალი 10 მილიონამდე შეუმცირდა, „ქართუ ბანკისგან" მიიღო 8 მილიონის ოდენობის სესხი, მოიგო მრავალწლიანი სასამართლო დავა უფილტრო სიგარეტთან დაკავშირებით.

თუმცა, ოქუაშვილის თქმით, რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კომპანიამ ბიუჯეტში 10 მილიონი უნდა გადაიხადოს, ხელი ამ დრომდე არ მოწერია. მიზეზი კი, სავარაუდოდ, სწორედ ის ინტერვიუა, რომელიც „იმედის" ეთერში წინასაარჩევნოდ უნდა გასულიყო და არ გავიდა. 

„ლიბერალი" მცხეთის რაიონული სასამართლოდან განმარტებას ელოდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^