Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააპელაციომ გელაშვილის ცემის საქმეზე სააკაშვილის მიმართ 6-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

22 ნოემბერი, 2018 13:06

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შესახებ „ლიბერალს“ სააპელაციო სასამართლოში განუცხადეს. 

საქმის მოსამართლე გერონტი კახეთელიძე იყო. 

სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

საუბარია 2005 წელს დეპუტატ ვალერი გელაშვილზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასა და მისი ცემის ფაქტზე. 

ამ საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოუტანა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, სოდ-ის ყოფილ უფროსს, ერეკლე კოდუასა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს, გია სირაძეს. მერაბიშვილს 6 წლითა და 9 თვით, ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 

მიმდინარე წლის იანვარში სანდრო გირგვლიანის მკვლეობაში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ მერაბიშვილი, კოდუა და სირაძე დამნაშავედ სცნო

პროკურატურის ინფორმაციით, სააკაშვილს ვალერი გელაშვილის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^