Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამ ბრძოლაში ცივილიზებულობის ნიშნებს ვკარგავთ - გრიგოლ ვაშაძე

22 ნოემბერი, 2018 13:23

გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ცივილიზებულობის ნიშნებს ვკარგავთ ამ ბრძოლაში, რომელიც, ე.წ. ხელისუფლებამ გამოუცხადა მარტო ოპოზიციას კი არა მთელ საზოგადოებას, არამსამათვრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს“, - ამბობს გრიგოლ ვაშაძე. 

გრიგოლ ვაშაძემ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის გუშინდელ ინტერვიუზეც ისაუბრა. მისი თქმით, ოქუაშვილის ნათქვამი ყოველთვის მტკიცებულებებით დასტურდება. 

„ეს არის საგა, მრავალსერიანი მხატვრული ფილმი. როცა ბატონი ოქუაშვილი ასახელებს ფაქტს და შემდეგ ეს ფაქტი მყარდება მტკიცებულებებით. გუშინ მან თქვა, რომ შესაბამის მტკიცებულებებს ბრიტანეთის გამოძიებას და ფრანგულ გამოძიებას წარუდგენს. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ეს მტკიცებულებები, რომელსაც ბატონი ოქუაშვილი საზოგადოებას სამ თვეზე მეტია წარუდგენს, სრულიად საკმარისია. შემიძლია დაგამშვიდოთ, აუცილებლად კიდევ ბევრჯერ გაახარებს ოქუაშვილი, ე.წ. ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^