Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძესთან დებატებში მონაწილეობას არ აპირებს

22 ნოემბერი, 2018 13:23

„ქართული ოცნების" მხარდაჭერის მქონე პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძესთან [გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატთან „ნაციონალური მოძრაობიდან"] დებატებში მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ არ აპირებს. 

სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი გრიგოლ ვაშაძის შვილს დებატებში იწვევს

ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს „ლიბერალი“ გუშინ დაუკავშირდა, რათა გაერკვია, აპირებს თუ არა ზურაბიშვილი ვაშაძის დებატებში გამოწვევას. კითხვაზე პასუხი დღეს მივიღეთ.

„იქედან გამომდინარე, რომ კამპანიის დროს თემატური შეჯიბრი არ შედგა და მივიღე ცილისწამება, ლანძღვა და ბოლოს მუქარა, შეთავაზებული ევროპული კამპანიის მაგივრად, დღეს არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ასეთ დებატებში მონაწილეობის მიღება“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

გაიმართება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მერე ტურის წინ კანდიდატებს შორის დებატები, ეს დამოკიდებულია კანდიდატების შეთანხმებაზე - განმარტავენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. „პირველი არხი" საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, ერთმანეთში შეთანხმების შემთხვევაში, დებატებისთვის საეთერო დროს უთმობს.

გუშინ გრიგოლ ვაშაძის შტაბში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილის დებატებში გამოწვევა არ იგეგმება.

„პირველი არხის" ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პრეზიდენტობის კანდიდატებს სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს გადაცემაში „არჩევნები 2018“ მონაწილეობა შესთავაზეს. ამ შემთხვევაში, გადაცემის ფორმატი არ ითვალისწინებს დებატებს, არამედ სტუმრები ცალ-ცალკე მონაწილეობენ. მათივე ცნობით, „პირველმა არხმა" სალომე ზურაბიშვილისგან თანხმობა უკვე მიიღო და იგი გადაცემაში მონაწილეობას პარასკევს, 23 ნოემბერს, 22:00 საათზე აპირებდა. თუმცა მოგვიანებით „პირველმა არხმა" განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ „პირველმა არხმა" პრეზიდენტობის კანდიდატებს, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს გადაცემაში [ცალ-ცალკე] მონაწილეობა შესთავაზა.

გრიგოლ ვაშაძემ უარი განაცხადა გადაცემაში მონაწილეობაზე. ვინაიდან, გადაცემაში მხოლოდ ერთი კანდიდატის მოწვევა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, გადაცემა „არჩევნები 2018“ დღეს, 23 ნოემბერს ეთერში არ გავა".

არჩვენების პირველ ტურამდე, 28 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე დებატებში გამოიწვია.  

გაიმართება თუ არა დებატები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^