Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პოლიტიკური მოტივაციაზე ვერაფერს ვიტყვით“ - ენმ ონში პარტიის წარმომადგენლის დაჭრის ფაქტზე

22 ნოემბერი, 2018 13:41

ენმ-ის ოფისში აცხადებენ, რომ ონში მათი პარტიის წარმომადგენლის დაჭრის ფაქტზე ჩხუბის მოტივი მათთვის უცნობია. შემთხვევას არ ჰყოლია თვითმხილველი და ელოდებიან დაჭრილის გამოჯანმრთელებას.

პარტიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე „პოლიტიკურ მოტივაციაზე ვერაფერს იტყვიან, თუმცა არც გამორიცხავენ“.

პარტიაში ამბობენ, რომ პირი, რომელმაც, სავარაუდოდ, დაჭრა, მათი პარტიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი აღნიშნული ფაქტის შესახებ.

ის წერს, რომ დაჭრილი კახა ისაკაძე მძიმე მდგომარეობაშია და ის "ქართული ოცნების" აქტიურმა მხარდამჭერმა დაჭრა, რომელიც მუდმივად იგებს ტენდერებს ონში და მისი ძმა მერიის მაღალჩინოსანია...“

ინფორმაციას, რომ დაჭრაში მონაწილე პირის ძმა მერიის მაღალჩინოსანია „ლიბერალს“ ენმ-ის ოფისში ვერ დაუდასტურეს. „აღნიშნულზე ინფორმაცია არ მაქვს“, - განგვიცხადეს ენმ-ის ოფისში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ონში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოქალაქემ „ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე დანით დაჭრა. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, გვიან ღამით, ონის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოდან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში 1973 წელს დაბადებული ნ.ბ.მივიდა, რომელსაც მუცლის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე კ.ი. გვიან საღამოს ქუჩაში ხმაურობდა, რა დროსაც ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქალაქ ონის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ნ.ბ. იქვე მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ქუჩაში გავიდა, კ.ი.-ს მოუწოდა ხმაური შეეწყვიტა და ქუჩა დაეტოვებინა. აღნიშნული მოტივით მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კ.ი.-მ ნ.ბ.-ს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^