Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფინანასთა მინისტრი: როგორც ვიცი, ვალების ჩამოწერის ინიციატივას Vivus-იც შემოუერთდა

24 ნოემბერი, 2018 12:35

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, საბოლოოდ, კომპანია Vivus-სა და ფონდ „ქართუს“ შორის შედგა შეთანხმება და ხანდაზმული ვალები ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კლიენტებსაც ჩამოეწერებათ.

„მიღწეულია შეთანხმება, მე როგორც ვიცი და Vivus-იც შეუერთდება ამ ინიციატივას. ვისაც ერთ წელზე ხანდაზმული დავალიანებები აქვთ და აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, შეძლებენ ისარგებლონ აღნიშნული ინიციატივით. მე მგონი, შედგა მოლაპარაკება, Vivus-იც ჩაერთო ამ საერთო ფერხულში და პრობლემები არ იქნება“, - თქვა ფინანსთა მინისტრმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში მთავრობის ახალ ინიციატივაზე საუბრისას.

თავდაპირველად, მინისტრმა თქვა, რომ ერთ წელზე ხანდაზმული პრობლემური სესხების ჩამოწერა კომპანია Vivus-ის კლიენტებს არ შეეხებოდათ. „Vivus-მა ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით უარი განაცხადა მონაწილეობაზე“, – თქვა მინისტრმა 19 ნოემბერს.

Vivus-მა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიაწოდეს ინფორმაცია ვადაგასული სესხების შესახებ, თუმცა ფინანსთა სამინისტრო მათთან კონტაქტზე აღარ გასულა.

600 ათასი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება ახალ წელს - ბახტაძე

გოცირიძე: ბანკებმა აქამდე დაახლოებით 600 მილიონი ლარის ოდენობის უიმედო ვალი ჩამოწერეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^