Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„არა ნაციონალურ მოძრაობას" - „პატრიოტთა ალიანსი" თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს

25 ნოემბერი, 2018 15:28

„არა - ნაციონალურ მოძრაობას! არა - წარსულში დაბრუნებას! არა - სააკაშვილ- ბოკერიებს! არა - ტერორს, ძალადობას, სადიზმს!", - „პატრიოტთა ალიანსი" თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, დღევანდელ აქციაზე ყველა ის ადამიანი მონაწილეობს, რომელსაც წარსულში დაბრუნება არ სურს.

„დღეს ამ აქციაში მონაწილეობს ყველა ის ადამიანი, რომელსაც არ უნდა ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს წარსულში, არ უნდა ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს ტერორის, ძალადობის, ქონების წართმევის, ადამიანების წამების ეპოქაში. ეს იყო სააკავშილ-ბოკერიას მმართველობა. სწორედ ამ რეჟიმის შეფასებას ითვალისწინებს ჩვენი რეზოლუცია, რომელიც პარლამენტშია შეტანილი და პლენარულ სხდომაზე მოხდება მისი კენჭისყრა.

დღეს ჩვენ გავიხსენებთ იმ რეჟიმის მიერ მოკლულ ადამიანებს, და რა თქმა უნდა, გამოვუცხადებთ მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს, რადგან სხვა არჩევანი ქვეყანას არ აქვს. ვაშაძის მხარდაჭერა ნიშნავს დაბრუნებას წარსულში და იმ რეალობაში, რომელსაც თავი დავაღწიეთ 2012 წელს“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიასკოლა;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^