Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერთიან სიაში მეორე ტურისთვის თითქმის 10 000-ით მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული

26 ნოემბერი, 2018 12:26

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, პირველ ტურთან შედარებით, 9 745 ამომრჩევლით მეტია რეგისტრირებული. კომისიაში ამ მატებას იმით ხსნიან, რომ 28 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას ის პირებიც მიიღებენ, ვისაც 28 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდა 18 წელი. ასევე ის პირებიც, ვინც პირველი ტურისთვის ვერ მოახერხა რეგისტრაციის გავლა. 

28 ოქტომბერს გამართული არჩევნებისთვის, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, სულ 3 518 877 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. ხოლო მეორე ტურისთვის მათი რაოდენობა 3 528 658-ია.

მაგალითად, საბურთალოს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 579-ით არის გაზრდილი, ისნის საარჩევნო ოლქში - 507-ით, სამგორში - 583-ით, გლდანში - 656-ით, გორში - 307-ით, ქუთაისში - 230-ით, ბათუმში - 553-ით, საზღვარგარეთ - 134-ით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^