Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია - ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 8 ფაქტი დაფიქსირდა

28 ნოემბერი, 2018 10:02

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში ამ დროისთვის სხვადასხვა სახის დარღვევა ფიქსირდება, მათ შორისაა: ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ფაქტები, წილისყრის პროცედურების დარღვევა და ა.შ.

„მაგალითად, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 8 ფაქტი დაფიქსირდა. საია-ის დამკვირვებლების ინფორმაციით, ამ დროს კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი თავისი გაკეთებული არჩევნის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ცალკეული ორგანიზაციების დამკვირვებლებს ან/და კომისიის წევრებს აძლევდა.

ახალქალაქის #1 საარჩევნო უბანი - კაბინიდან გამოსულმა ორმა ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი და მასზე დაფიქსირებული არჩევანი დამკვირვებლებს უჩვენა;

ახმეტის #4 უბანი - ამომრჩეველმა ბიულეტენი აჩვენა სადამკვირვებლო ორგანიზაცია - „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის“ დამკვირვებელს; 

ახმეტის #12 უბანი -  ორმა ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიის საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ წევრს ბიულეტენზე დაფიქსირებული ნების იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისცა. 

გურჯაანის #19 უბანი - ორმა ამომრჩეველმა დაფიქსირებული არჩევანი „კავშირი 21-ე საუკუნის“ დამკვირვებელს აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ ცესკო-ის ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიას“ 2926 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრიებული ცესკო-ში, ხოლო „კავშირი 21-ე საუკუნეს“- 3174 დამკვირვებელი.

საია-ის განცხადებაში წერია, რომ ჯერ კიდევ გუშინ ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის ოლქში ამომრჩეველს დაავალეს კაბინიდან ბიულეტენები გახსნილ მდგომარეობაში გამოეტანათ, რათა კონკრეტულ პირებს დაენახათ დაფიქსირებული არჩევანი.

ნების კონტროლი უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე: 

გლდანის #79, #80, #81 უბნები მდებარეობს ერთ შენობაში, რომლის ფოიეშიც მობილიზებულნი არიან სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები. მათ აქვთ ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სია. მითითებულ უბნებზე მისული ამომრჩევლები  თავდაპირველ აღრიცხვას მათთან გადიან და ამის შემდგომ ხდება ამომრჩევლის შესვლა შესაბამის საარჩევნო უბანზე. აღნიშნული პირები ამავე შენობაში არსებულ ერთ-ერთ ოთახს სამუშაო სივრცედ იყენებენ. ანალოგიურად ხდება ამომრჩეველთა აღრიცხვა ნაძალადევის #37-ე, #38-ე, #40-ე უბნებზე. 

ამ დროისათვის დაფიქსირებული პროცედურული  დარღვევები

გადასატანი საარჩევნო ყუთების სია:

გარდაბნის 43-ე უბანზე დილის 07:40 წუთზე ადგენდნენ გადასატანი ყუთების სიას, რომელსაც ხელით ამატებდნენ ამომრჩევლების პირად ნომრებს. მას შემდეგ, რაც საია-ის დამკვირვებელმა დააფიქსირა დარღვევა, კომისიის წევრები ახსნა-განმარტებების წერას შეუდგენდნენ. 

ამ უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის“ დამკვირვებელი ჯაბა აბრამაშვილი ჩართულია ამომრჩევლის უბანზე მობილიზების პროცესში. 

უბნის დაგვიანებით გახსნა:

დაგვიანებით გაიხსნა ახალქალაქის #69 საარჩევნო უბანი, ვინაიდან უბანზე 07:00 საათისთვის კომისიის მხოლოდ 4 წევრი გამოცხადდა. უბნის გახსნა მხოლოდ 07:50 -ზე მოხერხდა.

წილისყრის პროცედურების დარღვევა:

ახალქალაქის #63 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ყველა ფუნქციის გამოსავლენად წილისყრა ჩატარდა ერთად. საია-ის დამკვირვებლის მითითების შემდეგ ამ უბანზე წილისყრა თავიდან ჩატარდა და დარღვევა აღმოიფხვრა.

ბათუმის #13 და ქობულეთის #3 და #31 უბნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრის ფუნქციის გამოსავლენად წილისყრის პროცედურებში მონაწილეობაზე. 

დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა: 

იმის მიუხედავად, რომ ცესკო-მ გააფრთხილა საოლქო საარჩევნო კომისიები, რომ დამკვირვებლის მოწმობებთან დაკავშირებით დამკვირვებლებისთვის პრობლემები არ შეექმნათ, ახალ დამკვირვებლის მოწმობას სთხოვდნენ და უბანზე არ უშვებდნენ საია-ის დამკვირვებლებს კრწანისის #11, ახალქალაქის #2, #12, #16, #63 და ახმეტის #6 უბანზე. მოგვიანებით, საარჩევნო კომისიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად, საია-ის დამკვირვებლები შეუშვეს აღნიშნულ უბნებზე. 

არჩევნების პირველ ტურზე ცესკო-ში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მათ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე და სპეციალურად მეორე ტურისთვის ახალი დამკვირვებლის მოწმობების ქონა ასეთი დამკვირვებლებისთვის სავალდებულო აღარ იყო.  

ამ ეტაპზე საია-ის დამკვირვებლების მიერ დაიწერა სულ 6 საჩივარი: 3 საჩივარი - უბანზე, 3 საჩივარი ოლქში, ასევე ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 3 შენიშვნა

საია-ის სადამკვირვებლო მისია  კენჭისყრის დღეს:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს თბილისსა და 9 რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში დააკვირდება (300 დამკვირვებლის საშუალებით). 

სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 170-მდე საარჩევნო უბანში. 28 საარჩევნო ოლქში 57 მობილური ჯგუფისა და 46 ოლქის დამკვირვებლის მეშვეობით შევძლებთ პრობლემურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას. 

ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იქნება:

 წინა არჩევნების დროს და წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე (აღნიშნული უბნების იდენტიფიცირება მოხდა საიას დამკვირვებლების მიერ გასული პერიოდის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით); 

ეროვნული უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებულ ოლქებზე;

საუბნო საარჩევნო კომისიების გარე პერიმეტრზე განვითარებული მოვლენებსა და  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა საქმიანობაზე (შსს მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების შესრულებას);

აგრეთვე, ინკლუზიური საარჩევნო გარემოში, მათ შორის რა მდგომარეობაა ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური/საარჩევნო უფლებების რეალიზების კუთხით. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ქალი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის კვლევა.    

არჩევნების დღეს საია-ში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი (ნომერი: 032 2 18 26 30), რომლის მეშვეობით  მოქალაქეებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. საია ასევე კონსულტაციას გაუწევს ჟურნალისტებს და მედიაორგანიზაციებს საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ, მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

არჩევნების დღეს საია-ის საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას და მოახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^