თინა ბოკუჩავა და დავით ჯანდიერი ცესკო-ში თამარ ჟვანიას შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ დავით ჯანდიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრა პოზიტიურად დასრულდა. მისივე თქმით, „თამარ ჟვანია იზიარებს ბევრ იმ პოზიციას“ რაც მათ აქვთ.მისივე თქმით საუბარი სამ ძირითად საკითხს შეეხებოდა:
„პირველი მიმდინარე პრობლემა, რომელიც უკავშირდება ხმის მიცემის ფარულობას, როცა ამომრჩევლის არჩევანი ხდება ცნობილი სხვა პირებისათვის ისე, რომ არ ხდება ამ ბიულეტენების მოთავსება კონვერტში ანონიმურად და ჩაგდება ყუთში.
მეორე, ყველაზე მნიშველოვანი პრობლემა, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პოზიაციაა, განსხვავებით ცესკოს განცხადებებისგან, რომელიც დღეს გვესმოდა, თავმჯდომარის პოზიცია არ ყოფილა ერთმნიშვნელოვანი იმასთან დაკავშირებით, რომ ფოტოსურათიანი სიების გამოყენება არის კანონიერი. ჩვენი კატეგორიული პოზიცია არის, რომ კანონი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. თამარ ჟვანიამ თქვა ისიც, რომ სავარაუდოდ, ალბათ, ამ საკითხში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორიც ჩაერევა.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რის შესახებაც მან ჩვენს თვალწინ დავალება მისცა საარჩევნო ადმინისტრაციებს, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მასობრივად აძევებენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე სხვა დამკვირვებლებს უბნებიდან.
შეიძლება ვთქვათ, რომ ამ საკითხების ნაწილი იქნება პოზიტიურად მიღებული, განსაკუთრებით ბოლო საკითხთან მიმართებაში. იმედი გვაქვს რომ 20 საათამდე, შემდგომაც არ გვექნება უფრო რთული მდგომარეობა წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების კუთხით“, - განაცხადა ჯანდიერმა.
თინა ბოკუჩავა და დავით ჯანდიერი ცესკო-ში თამარ ჟვანიას ხვდებიან
TI - ტენდენციის სახით ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევა
ჩვენი ინფორმაციით, ამომრჩეველს ყუთამდე ღია ბიულეტენით მისვლა დაავალეს - სალაძე