Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არ უნდა დავკარგოთ დრო ზეიმისთვის, ახლა არის მუშაობის დრო - მამუკა ბახტაძე

28 ნოემბერი, 2018 20:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში კომენტარი გააკეთა. მან მიულოცა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მომავალი გაპრეზიდენტება. 

„საქართველო არის შემდგარი დემოკრატია. მოქალაქეებს მინდა გადავუხადო მადლობა. საკმაოდ მაღალი იყო არჩევნებში მონაწილეობის დონე. 

ამასთან ერთად მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო -  ჩვენთვის, როგორც მმართველი ძალისთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც პირველი, ისე მეორე ტურის შედეგებიც. ჩვენ მივიღეთ გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისგან და ჩვენ ვიცით, რა არის გასაკეთებელი. დღეს, ბუნებრივია, არ არის ის დრო, რომ ჩვენ დრო დავკარგოთ ზეიმისთვის. ახლა არის მუშაობის დრო და მინდა განვაცხადო, რომ ვართ მზად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას, რაც არის ქვეყანაში, "- განაცხადა მამუკა ბახტაძე. 

ზურაბიშვილი -55%, ვაშაძე 45% - „რუსთავი 2-ის“ ეგზიტპოლი

„იმედის“ ეგზიტპოლის წინასწარი მონაცემები: გრიგოლ ვაშაძე 42% - სალომე ზურაბიშვილი 58%​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^