Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარგველაშვილი: ვულოცავ არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს

29 ნოემბერი, 2018 15:10

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა.

„ვულოცავ საქართველოს არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილს. ვუსურვებ წარმატებას. ასევე მინდა ვთქვა, როგორც კი ქალბატონი სალომე დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ თანამშრომლობა როგორც ადმინისტრაციული საქმის გადაბარებაზე, ისე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობასა და დახმარებაზე.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო - საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი“, - თქვა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიებს და ასევე შეშფოთება გამოთქვა მეორე ტურში დემოკრატიის ხარისხის ვარდნაზე.

„გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანალიზის საფუძველზე, მინდა, შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიის ხარისხის მკვეთრ ვარდნაზე. მინდა, ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ საქართველოში ასეთი, ამ სტანდარტის არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების თითქმის 60%-მდე აიღო და ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი გახდება.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^