Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ერთ-ერთი გამარჯვებული ტრანსგენდერი ქალი გახდა

29 ნოემბერი, 2018 22:22

ქალთა ფონდის ორგანიზებით, დღეს კატო მიქელაძის სახელობის პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წელს პრემიით ორი ადამიანი დაჯილდოვდა.

პრემია გადაეცა ქალთა უფლებების აქტივისტ იდა ბახტურიძეს. ჟიურის გადაწყვეტილებით, კატო მიქელაძის სახელობის განსაკუთრებული ჯილდო აქტივისტის მომავალი საქმიანობის მხარდასაჭერად გადაეცა ქალთა უფლებების აქტივისტს, ტრანსგენდერ ქალს ნატა ტალიკიშვილს. 

წელს პრემიისთვის ორგანიზაციამ ახალგაზრდა ქალი უფლებადამცველები განიხილა.

2013 წლიდან დღემდე, ყოველ 29 ნოემბერს, ქალი უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, „ქალთა ფონდი საქართველოში" ქართველი ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლისა და ქალთა ემანსიპაციისთვის მებრძოლის, კატო მიქელაძის სახელობის პრემიას გადასცემს ერთ ქალ უფლებადამცველს საქართველოში. 

ღონისძიება ტარდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში და მისი მხარდამჭერები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, მამა ქეში და სიგრიდ რაუზინგ თრასთი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აპრილი
19 აპრილი

კობახიძე: „რუსთავი 2-ის" საქმე ადასტურებ ...

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას ტრიბუნიდან გამოე ...
19 აპრილი
19 აპრილი

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესი აძლ ...

არასამთავრობო ორგანიზაციები ნათია კაპანაძის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ეხმაურები ...
19 აპრილი
19 აპრილი

ხაბეიშვილი: დეპუტატ ოდიშარიასგან თაბორის ...

თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და თბილისის მერიას შორის თაბორის მთაზე ტერიტორიის ადგ ...
^