Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ტრადიცია

30 ნოემბერი, 2018 12:49

„ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა არჩევნების გამჭვირვალე, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარების ტრადიცია და ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ამ მონაპოვარს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე.

აშშ იზიარებს შეშფოთებას არჩევნებში დაფიქსირებული ხარვეზების გამო

მისი შეფასებით, მიუხედავად ექსცესებისა და პროვოკაციებისა, ამას არჩევნების შედეგებზე გავლენა არ ჰქონია და ამას ადასტურებს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები. ბახტაძის განცხადებით, როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის. 

ვალების ჩამოწერა შეიძლება, გაუთანაბრდეს ხმების ყიდვას – საერთაშორისო დამკვირვებლები

„ისევე, როგორც წინა არჩევნების დროს, ჩვენ მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები და ჩვენ მათ აუცილებლად გავითვალისწინებთ. საერთო ჯამში, ჩვენ ვნახეთ, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, რაც ქართველი დემოკრატიისთვის კიდევ ერთი გამარჯვებაა“, - განაცხადა პრემიერმა. 

ხმებზე თვალის მიდევნებამ წარმოშვა დაშინების პოტენციალი და შეშფოთების საფუძველს ქმნის - სადამკვირვებლო მისია

ბახტაძის განცხადებით, არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მცდელობა მარცხისთვისაა განწირული. მისი განმარტებით, გამოხატვის უფლება ყველას აქვს და სახელმწიფო მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის პროცესს დაიცავს. თუმცა არეულობის მცდელობას კანონით გაეცემა პასუხი. 

მამუკა ბახტაძემ ამომრჩევლებს, დამკვირვებლებს, ცესკოსა და სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა. 

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების თითქმის 60%-მდე აიღო და ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი გახდება. საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებით, როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე უშუალოდ არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი დარღვევები გამოიკვეთა. 

„ბევრი თვალსაზრისით ამ არჩევნებმა პრეზიდენტის არჩევაზე უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. ეს იყო რეფერენდუმი პოლიტიკურ ლიდერობაზე, ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ცრუ არჩევანი სამყაროს დასასრულის აღმწერ სცენარებს შორის. საარჩევნო დისკურსმა - მედიის ხელშეწყობით - ამომრჩევლების უკიდურესი გახლეჩვა გამოიწვია და მათ არჩევანის გაკეთება „სააკაშვილის სისხლიან ცხრა წელსა” (რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკავშირდება) და 3 „მილიარდერი ოლიგარქის კორუმპირებულ, უუნარო მმართველობას” (რომელიც ყოფილ პრემიერ მინისტრსა და პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, უკავშირდება) შორის შესთავაზა. ამან საქართველოს ბევრ მოქალაქეს, რომელსაც ამ ორი უკიდურესობიდან არცერთი მოსწონს, წართმეული პოლიტიკური არჩევანის განცდა დაუტოვა. ორივე კამპანიის ლიდერები აღიარებდნენ, რომ ეს არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის ნეგატიური, პოლარიზებული და ზიანის მომტანი იყო, მაგრამ ისინი ამაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ", - ასე აფასებს NDI არჩევნებს. 

NDI: ეს იყო ცრუ არჩევანი სამყაროს დასასრულის აღმწერ სცენარებს შორის

NDI: შევესწარით, როგორ ღიად ცდილობდნენ კომისიის წევრები 7 ან 8 ბიულეტენის 10-ად გასაღებას

კოორდინატორები ხშირად ცდილობდნენ ამომრჩეველზე ზემოქმედებას - სადამკვირვებლო მისიის დასკვნა

„იმედმა“ უფასო საეთერო დრო არ გამოუყო გრიგოლ ვაშაძეს - საერთაშორისო დამკვირვებლები

საჩივრები სათანადოდ არ განიხილებოდა - საერთაშორისო დამკვირვებლები

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^