Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქობულეთში მუსლიმური პანსიონატის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ შსს-ს უმოქმედობა აღიარა“ - EMC

30 ნოემბერი, 2018 12:29

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ მათი საკასაციო საჩივარი შსს-ს პასუხისმგებლობაზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

უზენაესმა სასამართლომ ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახალი განხილვა დაავალა.

EMC-ის განცხადებით, ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობას ორი მიმართულებით აყენებდა:

1. მესამე პირების მხრიდან პანსიონატის საქმიანობისთვის ხელშეშლაზე პოლიციის უმოქმედობისა და გულგრილობისა გამო.

EMC მოითხოვდა პოლიციისთვის სასამართლოს დაევალებინა ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები.

2. პოლიციის უმოქმედობის დისკრიმინაციულ მოპყრობად შეფასება და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მისთვის სიმბოლური ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

EMC წერს, რომ სასამართლომ საჩივრის მხოლოდ პირველი ნაწილი დააკმაყოფილა, ხოლო მეორეში მიიჩნია, რომ კასატორმა ვერ დაადასტურა პოლიიცის უმოქმედობაში რელიგიური სიძულვილის მოტივი.

„უზენაესი სასამართლოს შეფასებით ის გარემოებები, რომ ქობულეთში სხვა მუსლიმური პანსიონატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, ასევე აჭარაში მუსლიმი თემი ახერხებს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობას, დისკრიმინაციული მოპყრობას გამორიცხავს და არსებითად პოლიციის არაეფექტიანი მუშაობის პრობლემაა.

EMC უზენაესი სასამართლოს აღნიშნულ შეფასებას არ იზიარებს, მათ შორის, ქართველი მუსლიმი თემის მიმართ 2012 წლის შემდეგ გამოვლენილი არაერთი რელიგიური კონფლიქტის დროს (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, ქობულეთი, მოხე, ადიგენი) პოლიციის აშკარა უმოქმედობისა და დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ გამოვლენილი ლოიალობის პრაქტიკის გათვალისწინებით“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

ამ საკითხზე დავის გაგრძელებას მომავალში EMC ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებს. თუმცა, ორგანიზაცია მაინც პოზიტიურად აფასებს უზენაესი სასამართლოს შეფასებას პოლიციის არაეფექტიან მუშაობაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა განიხილოს საქმე. „რათა უფლების დარღვევის მსხვერპლებს 4 წლის შემდეგ მაინც მიეცეთ შესაძლებლობა დაასრულონ 2014 წლიდან დაწყებული პანსიონატის მშენებლობა და შეძლონ მისი დანიშნულების შესაბამისად გამოყენება“, - წერს EMC.

ასევე, ორგანიზაციის განცხადებით, მათ ბოლო თვეებში არაერთხელ მიმართეს შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს ქობულეთში მუსლიმი თემის უფლებების დარღვევის განგრძობადი ფაქტების აღმოფხვრის მოთხოვნით, თუმცა რაიმე პოზიტიური ცვლილება უწყების მხრიდან არ ჩანს. 

EMC მოითხოვს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას რეალური შედეგი მოჰყვეს და მუსლიმმა თემმა მოახერხოს პანსიონატის გახსნა და ამუშავება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^