Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შესახებ ეუთოს რეკომენდაციებს ზედმიწევნით შევისწავლით - კობახიძე

30 ნოემბერი, 2018 13:55

შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს რეკომენდაციები ზედმიწევნით იქნება შესწავლილი და მხედველობაში მიღებული - მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები განხორციელდეს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომის გახსნისას გააკეთა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებთან განსაკუთრებით ყურადღებით ეუთოს რეკომენდაციებს გაეცნო.

„მინდა მათ მადლობა გადავუხადო შეფასებისთვის, წარმოდგენილი რეკომენდაციებისთვის. რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ცვლილებებს, რაც კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს. ეს პირველ რიგში, არის პარლამენტის პასუხისმგებლობა. პარლამენტმა ეს ფუნქცია ყურადღებით უნდა შეასრულოს. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ცვლილებები, რომელიც განსახორციელებელია ქვეყანაში უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად“, - განაცხადა კობახიძემ.

რა ხარვეზები დაინახეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას

ვალების ჩამოწერა შეიძლება, გაუთანაბრდეს ხმების ყიდვას – საერთაშორისო დამკვირვებლები

საზმაუმ წარმოაჩინა მკვეთრად მიკერძოებული პოზიცია ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ - სადამკვირვებლო მისია

ხმებზე თვალის მიდევნებამ წარმოშვა დაშინების პოტენციალი და შეშფოთების საფუძველს ქმნის - სადამკვირვებლო მისია

კოორდინატორები ხშირად ცდილობდნენ ამომრჩეველზე ზემოქმედებას - სადამკვირვებლო მისიის დასკვნა

„იმედმა“ უფასო საეთერო დრო არ გამოუყო გრიგოლ ვაშაძეს - საერთაშორისო დამკვირვებლები

საჩივრები სათანადოდ არ განიხილებოდა - საერთაშორისო დამკვირვებლები

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^