Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გენდერის ნიშნით დანაშაულზე სანქცია იქნება უფრო მკაცრი - შსს

30 ნოემბერი, 2018 20:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი - ოჯახში  ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების წინააღმდეგ საკანონმდებლო ორგანომ  მესამე მოსმენით, დაამტკიცა.

კანონპროექტის მიხედვით,  ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელი გამკაცრდება. 

კერძოდ, ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა დაისჯება 2  წლამდე თავისუფლების აღკვეთით. პირის მიერ წარსულში ოჯახური დანაშაულის  ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი გათვალისწინებული იქნება, როგორც  პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ასევე, გენდერის ნიშნით  დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება გახდა და სანქცია იქნება უფრო  მკაცრი.

გარდა ამისა, პირს შემაკავებელი ან დამცავი ორდერებით დაკისრებული  ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას, ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^