Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არმაზ ახვლედიანი: გაუმარჯოს ერთ კაცს, რომელიც დღეს აქ არ დგას

02 დეკემბერი, 2018 15:55

„ხელისუფლებამ მოგვპარა არჩევნები, მაგრამ მე აქ წერტილს ვერ დავსვამ. შემიძლია, მხოლოდ მძიმე დავსვა. ეს გაუსაძლისი ყოფა იმით არის განპირობებული, რომ არც ერთმა წინა ხელისუფლებამ არ დააკლო. თუ ამას თვალს არ გავუსწორებთ, წინ ვერ წავალთ", - მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს არმაზ ახვლედიანმა. მაგრამ, მისი შეფასებით, რაც მოხდა ახლა, მსგავსი არაფერი საქართველოს 25 წლის განმავლობაში არ ახსოვს.

არმაზ ახვლედიანის თქმით, იპოვის კი ხელისუფლება ამაზე უფრო მშვიდ საზოგადოებას, რომელიც იმიტომ კი არ გამოვიდა, რომ ეკონომიკის გაუმჯობესება მოსთხოვოს, არამედ მოითხოვს არჩევნის თავისუფლების დაცვას.

„ასეთ არჩევნებს  ქართველი ხალხი არავის  აპატიებს. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ წავიდეს ხელისუფლება იმ დათმობაზე, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სხვა არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დარჩეს ამ კონსტიტუციის ფარგლებში. „ოცნებამ" ვერაფერი ისწავლა წარსულიდან. საქართველოში იქნება მძლავრი საპროტესტო ტალღა, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს", - აცხადებს არმაზ ახვლედიანი და დასძენს - „გაუმარჯოს ერთ კაცს, რომელიც დღეს აქ არ დგას, მაგრამ აქ შეკრებილ ხალხს გულშემატკივრობს. მადლობა ყველას ამ სოლიდარობისთვის, ერთობისთვის, მჯერა, რომ მართალ სიტყვას წინ ვერაფერი დაუდგება".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^