Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სალომე ზურაბიშვილი: პუტინის აგრესია ჩვენს საზღვრებზე არასდროს შეწყვეტილა

02 დეკემბერი, 2018 18:41

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან მიცემულ ინტერვიუში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, პუტინის აგრესია ჩვენს ტერიტორიაზე არასდროს შეწყვეტილა და საოკუპაციო ხაზი ყოველდღიურად იცვლება. 

„ვლადიმერ პუტინის აგრესია ჩვენს საზღვრებზე არასდროს შეწყვეტილა. საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზი გვაქვს, რომელიც ყოველდღიურად იცვლება. ამ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ხალხს მუდმივად იტაცებენ. ეს მუდმივი საფრთხეა. ცხადია ასევე გვაწუხებს უსაფრთხოების საკითხები შავ ზღვაზე, რომელიც ასევე ჩვენი საზღვარია“, - თქვა ზურაბიშვილმა. 

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვრებზე უსაფრთხოების საკითხებში ქვეყანა დიდწილად დამოკიდებულია პარტნიორებზე ევროპაში, ამერიკასა და NATO-ში. მისი თქმით, საზღვრებთან უსაფრთხოების მიზნით, საჭიროა ევროკავშირის უფრო მეტი ჩარევა. 

„რაც დღეს ხდება უკრაინაში, საქართველოს შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზია. ასე რო.მ ამჟამად კიდევ უფრო ვართ დამოკიდებულები ჩვენს პარტნიორებზე  ევროპაში, ამერიკასა და NATO-ში და მათ რეაქციას ველოდებით. ჩვენი უსაფრთხოება უშუალოდ მათზეა დამოკიდებული. ჩვენს საოკუპაციო ხაზზე განლაგებულია ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია, რომელიც ამ ხაზს მონიტორინგს უწევს, მაგრამ ევროკავშირის უფრო მეტი უშუალო ჩარევა გვჭირდება, რათა საოკუპაციო ხაზის მახლობლად უსაფრთხოება შევინარჩუნოთ.  საქართელო და მისი ევროპელი პარტნიორები მუდმივად ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას ვიცავთ“,- თქვა ზურაბიშვილმა. 

ზურაბიშვილი პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ საკუთარ ამოცანად შერიგებას ასახელებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^